| პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:11 |
|
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა, ბიუროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით შეუდგება მუშაობას. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე უძღვებოდა, 1-2 მაისის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხები დააზუსტეს. სხდომების დღის წესრიგში პრეზიდენტის ვეტოს და განსახილველი კანონპროექტების გარდა, შეტანილია რამდენიმე ელჩის დანიშვნის საკითხიც. პარლამენტი ამ დღეებში ასევე გეგმავს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:53 |






