| სხდომის ოქმი #12 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი #12
2 აპრილი 2013 წ.
საქართველოს პარლამენტის დარბაზი N307
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ზურაბ ზვიადაური; თამაზ შიოშვილი; თინათინ ხიდაშელი; რევაზ შავლოხაშვილი; კობა სუბელიანი; გიორგი ფეიქრიშვილი; კახა ბუცხრიკიძე; გიორგი თევდორაძე; თამაზ მეჭიაური; ალექსანდრე ქანთარია; თეიმურაზ ჭკუასელი; ზაზა პაპუაშვილი; დავით საყვარელიძე; მარიამ საჯაია. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 15 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი, 2012 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილი ,,საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე /მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დავით ებრალიძის მოხსენება: მომხსენებელის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს პრიორიტეტს წარმოადგენს პორტუგალიის რესპუბლიკა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის მე-17 მუხლის მიხედვით, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს სპორტსმენი, ერიცხება არა თვით სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება სპორტსმენის საქმიანობა. ხოლო ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისად. სხდომის თავმჯდომარემ მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა წარმოდგენილი კონვენციისთვის. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კონვენციას და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი რატიფიცირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს და განაცხადა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა აუცილებელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი
კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე
|






