ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 17:21

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება შედის, რომელიც ნასამართლევ პირთა შემდგომი რესოციალიზაციისთვის დამაბრკოლებელ პირობებს ამარტივებს. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი ათიათასობით მოქალაქეს მისცემს შანსს საზოგადოებას დაუბრუნდეს. მისივე თქმით, ნასამართლობის მოხსნის პრობლემა დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს. „ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება მოქმედი კანონმდებლობით შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდე, რაც საკმაოდ დიდი ვადაა. ცვლილებით, ვადა 3 თვემდე მცირდება“,-განმარტა ეკა ბესელიამ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, კანონპროექტი მზად არის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 17:11
 
modules