ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან
ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 17:42

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთობა და და კონსტიტუციური ცვლილებები იყო ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების დღევანდელი საუბრის ძირითადი საკითხები.

სტუმრები დაინტერესდნენ, როგორ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურა. მათი თქმით, ესტონეთის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ზედიზედ ორი მოწვევის პარლამენტი განიხილავს. ისინი დაინტერესდნენ იმ ცვლილებებით, რომლებიც კონსტიტუციაში 2010 წელს შევიდა და 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შედის ძალაში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ სტუმრებს განუმარტა, რომ მოქმედ კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან შედარებით პრემიერ-მინისტრის ფუნქციებია გაძლიერებული, რაც გარკვეულ დისბალანსს იწვევს. „ ჩვენი მიზანია, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანა, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს დააბალანსებს“,- აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ. ვახტანგ ხმალაძემ სტუმრებს სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითადი პრინციპებიც გააცნო.
დღესვე მეგობრობის ჯგუფის წევრები საგარეო საკიტხთა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს შეხვდნენ, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, კურსსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 16:42
 
modules