|
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #8
ქ. ქუთაისი, 20 დეკემბერი 2012 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
|
კომიტეტის წევრები:
|
პ. კვიჟინაძე, გ. გაჩეჩილაძე, თ. მაისურაძე, გ. ჟორჟოლიანი, თ. ყაჭეიშვილი, გ. სამხარაული, მ. წერეთელი, ადგილმონაცვლე ხაბულიანი;
|
|
აპარატის მუშაკები:
მოწვეულნი:
|
ი. გაბისონია, მ. მეტრეველი, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, თ. ჯაფარიძე, გ.სირაძე, თ.ტეფნაძე;
ნათია მიქელაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ლაშა ჩხარტიშვილი - საკანონმდებლო წინადადების ავტორი.
|
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ /მეორე მოსმენა//მომხ. ნათია მიქელაძე/
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ /მომხ. ალექსანდრე ბარამიძე /
3. ლაშა ჩხარტიშვილის მიერ საკანონმდებლო წინადადების წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გარე ვაჭრობის შესახებ“ /მომხ. ლაშა ჩხარტიშვილი/
- 1.განიხილეს:
|
მოხსენება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 1) რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 2)
|
|
აზრი გამოთქვეს:
გადაწყვიტეს:
|
გაჩეჩილაძემ, წერეთელმა, ტყემალაძემ.
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3)
|
- 2.განიხილეს:
- 4.მოხსენება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
- 5.
|
აღინიშნა რომ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის შემოღებასთან დაკავშრებულ ზოგად პრინციპებს).
ვინაიდან შეუძლებელი გახდა გადახდისუუნარობის საქმისწარმოებისას წარმოშობილი ურთიერთობების გამარტივებისა და მოწესრიგებისათვის გამიზნული ელექტრონული სისტემის შექმნა კანონით დადგენილ ვადაში, წარმოდგენილი ცვლილებით კანონის ამოქმედების ვადად ნაცვლად 2013 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი, რათა ელექტრონული საქმისწარმოების სრულყოფილად დანერგვამდე, შესაძლებელი გახდეს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში.
|
|
ა აზრი გამოთქვეს:
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4)
|
- 3.განიხილეს:
- 6.მოხსენება „გარე ვაჭრობის შესახებ“ ლაშა ჩხარტიშვილის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 5) შესახებ.
|
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
მაისურაძემ, გაჩეჩილაძემ, ტყემალაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღი შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).
|
|
|
|
სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
„საჰაერო კოდექსში“ შესატანი ცვლილების
კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
|
შე შენიშვნის ავტორი
|
შენიშვნის შინაარსი
|
გათვალისწინების
მდგომარეობა
|
|
თ თავდაცვისა დ ა უშიშროების კომიტეტი
|
კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უნდა ითვალისწინებდეს ნორმას ამ კანონის ამოქმედების შემდგომ სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.
|
გათვალისწინებულია
კანონპროექტს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-2 მუხლი: „ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, სათანადო უწყებებმა ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ შესაბამისი სამართლებრივის აქტები.“.
|
დანართი 2
საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისი – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი.“.
2. მე–8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესებში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, სათანადო უწყებებმა ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ მათი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
საქართველოს საჰაერო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
ზურაბ ტყემალაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის მიმართ შენივნები არ გააჩნია.
ზურაბ ტყემალაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5
დანართი 6
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„გარე ვაჭრობის შესახებ“
საკანონმდებლო წინადადების წესით
წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 დეკემბერს სხდომაზე განიხილა ლაშა ჩხარტიშვილის მიერ საკანონმდებლო წინადადების წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გარე ვაჭრობის შესახებ“.
- საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია „გარე ვაჭრობის შესახებ“ კანონპროექტის სახით და მიზნად ისახავს გარე ვაჭრობის საკანონმდებლო რეგულირებას. გარე ვაჭრობის სათანადო რეგულირებისათვის კანონპროექტთან ერთად უნდა წარმოდგენილიყო ცვლილებები კანონებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“.
- კანონპროექტის თანახმად გარე ვაჭრობა მოექცევა სანებართვო რეგულაციაში და გავრცელდება ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულის ტერიტორიაზე. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად გარე ვაჭრობის რეგულაცია წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილებას. აღნიშნული უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონპროექტით. მიზანშეწონილია, თვითმმართველმა ერთეულმა თვითონ გადაწყვიტოს შემოიღებს თუ არა მის ტერიტორიაზე ამ სფეროს სანებართვო რეგულაციას;
- კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გარე ვაჭრობის ნებართვა კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გაიცემა უსასყიდლოდ. გაურკვეველია რა იგულისხმება აღნიშნულში. თუ უსასყიდლოდ გაცემაში იგულისხმება მოსაკრებლის არგადახდა მაშინ ეს წინააღმდეგობაში მოდის ამავე პროექტის მე-5 მუხლთან რითაც დაშვებულია მოსაკრებლის შემოღება.
- კანონპროექტის თანახმად გარე ვაჭრობის ნებართვა კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში გაიცემა ინდივიდუალური წესით. გაურკვეველია რა წესზეა საუბარი.(მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი) აღნიშნული ვრცელდება იმ პირებზე რომლებიც „2010 წლის 1 აგვისტომდე სულ მცირე 1 წლის განმავლობაში“ გარე ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი, რისი დადასტურებაც პრობლემატურია და საერთოდ აზრს კარგავს ამ ნორმის არსებობა, რადგან, წარმოდგენილი გარე ვაჭრობის რეგულაცია არ ითვალისწინებს ნებართვის გაცემის შეზღუდვას.
- კანონპროექტით არ ჩანს კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში არ გაიცემა გარე ვაჭრობის ნებართვა. ასევე, აუცილებელია პროექტით გაკეთდეს მითითება კანონზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ნებართვის გაცემის ზოგად წესს.
- პროექტით ნებართვის ვადის გაგრძელება ხდება ავტომატურად, შესაბამის ორგანოში განცხადების წარდგენის საფუძველზე. აღნიშნული არ არის მიზანშეწონილი. სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს პირობები, აქედან გამომდინარე ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს უკვე შეცვლილი სანებართვო პირობების გათვალისწინებით (მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი);
- პროექტით გარე ვაჭრობა აკრძალულია მხოლოდ საზოგადოებრივ და კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების შესასველელ ჭრილში. რეალურად გარე ვაჭრობა დაშვებული ხდება ნებისმიერ ქუჩასა თუ მოედნებზე და დასასვენებელ ადგილებში. შეზღუდვას წარმოადგენს მხოლოდ ის რომ შესაბამისი კონსტრუქცია არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე შეზღუდვაა იერსახესთან დაკავშირებით. კანონში არ არის ჩანაწერი რის საფუძველზეც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულს ექნება უფლებამოსილება გარკვეულ ტერიტორიებზე შეზღუდოს გარე ვაჭრობა. გაურკვეველია ასევე აკრძალვაში რატომ არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი და კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების წინა მიმდებარე ტერიტორი (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი);
- კანონპროექტით გარე ვაჭრობის განხორციელებისას ნებადართულია ნებისმიერი სახის პროდუქციის რეალიზაცია რაც ვფიქრობთ, არ არის მართებული. კონკრეტული ადგილობრივი, სეზონური საკითხებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების გათვალისწინებით, გარკვეული პროდუქციის რეალიზება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი დროებით ნაგებობებსა და არასტაციონალური კონსტრუქციებში. მიზანშეწონილია, თვითმმართველ ერთეულს ქონდეს უფლებამოსილება განსაზღვროს ნებადართული პროდუქციის ნუსხა.
- კანონპროექტით წარმოდგენილია გარკვეული პროდუქციის ჩამონათვალი რომელთა რეალიზებას სჭირდება განსაკუთრებული პირობები. ჩამონათვალი არ არის სრული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს აღნიშნულ საკითხებს და მითითება უნდა გაკეთდეს შესაბამის კანონებზე.
- კანონპროექტით ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით იფარება გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი კონსტრუქციების იერსახის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯები. აღნიშნული სავარაუდოდ გამოიწვევს ხარჯებს ბიუჯეტში, რაც ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს კანონპროექტის განმარტებით ბარათით. ამასთან, იერსახის გაუმჯობესებისას არ არის გათვალისწინებული დროებითი ნაგებობები.
ზურაბ ტყემალაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|