| სხდომის ოქმი #9 |
|
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი #9 ქ.ქუთაისი, 21 დეკემბერი 2012 წ. სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე სხდომის მდივანი: თამარ ჯაფარიძე სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
/მესამე მოსმენა/ მომხ. ნათია მიქელაძე/
სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე
სხდომის მდივანი: თამარ ჯაფარიძე
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის. ზურაბ ტყემალაძე კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საკანონმდებლო წინადადებაზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე განიხილა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით უქმდება ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმადაც რეკლამად არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური აგენტის ოფისზე ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) განთავსებული ნებისმიერი ზომის წარწერა, თუ ის არ არის დაშორებული ამ კონკრეტული ობიექტიდან 1,5 მეტრით მაინც.
აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში, ყველა ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) მიერ ოფისზე ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) განთავსებული ნებისმიერი ზომის წარწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და ა.შ. (პუნქტი 8.) ჩაითვლება გარე რეკლამად. საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ნორმის (მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის) ამოღების შემთხვევაში რეკლამის გადასახდელი საჭირო გახდება ყველა ეკონომიკური სუბიექტისათვის, რომელთა უმრავლესობაა საშუალო და განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. რითაც, მათ დაეკისრებათ ახალი ვალდებულებები და გადასახდელები, რომლებიც მათი საქმიანობისა და ეკონომიკური შემოსავლების შეზღუდვას გამოიწვევეს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება ცნო მიღებულად. ამასთან, საჭიროდ მიიჩნია საკანონმდებლო წინადადების ავტორთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მომზადდეს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იგივე შედეგით, არ გამოიწვევს მეწარმეთა ინტერესების უგულველყოფას.
ზურაბ ტყემალაძე კომიტეტის თავმჯდომარე
|






