სხდომის ოქმი #10

საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და

ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის  სხდომის  

 

ოქმი #10 

. ქუთაისი,  26   დეკემბერი  2012 წ

  

სხდოიმის თავმჯდომარე:        ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:                თამარ ჯაფარიძე

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

პ. კვიჟინაძე გ. გაჩეჩილაძე,  ვ. ლემონჯავა, თ. მაისურაძე, გ, მელაძე,  კ. ოქრიაშვილი, გ. ჟორჟოლიანი, გ. სამხარაული, ა. სულეიმანოვი, თ. ყაჭეიშვილი,  მ. წერეთელი, ზ. ჯაფარიძე;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

მოწვეულნი:

რ. ყანჩაველი, ლ. სახოკია, თ. შაბაშვილი, ი. გაბისონია, მ. მეტრეველი,   გ. სირაძე, თ. ტეფნაძე,  ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე;

 

დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ვიქტორ დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, კობა დავითაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, ნათია მიქელაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

 1.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ნიციატივის წესითწარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

/მომხ. დავით ებრალიძე/

  2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ  რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „ 2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის ჩარჩო ხელშეკრულების  (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება“

/მომხ. დავით ებრალიძე/

     3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ  რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „ 2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები)(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი1) /მომხ. დავით ებრალიძე/

 

     4. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 

        /მესამე მოსმენა/                                                                                                                                                                                                                                                                                /მომხ. ვიქტორ დოლიძე/

 

 5.საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების  ტანის თაობაზე“  /პირველი მოსმენა/

/მომხ. კობა დავითაშვილი/

6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

        /იხილება გამარტივებული წესით/
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        მომხ. ნათია მიქელაძე/

 

 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

        /პირველი მოსმენა/

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

1.მოისმინეს:

მოხსენება  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული დაბეგვრის და ადმინისტრირების პროცედურების დახვეწის და აღნიშნული სფეროს რეგულირებისათვის უფრო ეფექტური და მოქნილი მექანიზმის შემუშავების საჭიროებამ.

 

კანონპროექტის შესაბამისად:

1. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ზუსტდება საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის, დარიცხვის, სანქციის დაკისრების და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი;  დგინდება ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო შემოწმებასა და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე; სწორდება  ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებები;

2. საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით, მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა დგინდება კოდექსით დადგენილი ზღვრული მოცულობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ, რის გამოც გადასახადის ოდენობები განსაზღვრულია  საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის ოდენობას ადგენს მხოლოდ კანონი, შესაბამისად პროექტის მიხედვით, მიწის გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა დადგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. შესაბამისი ცვლილება განხორციელდა კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილში და 204-ე მუხლის პირველი და 11  ნაწილში.

3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა სააღსრულებო დაწესებულების განმარტებას. დღეის მდგომარეობით არ არსებობს „სააღსრულებო დაწესებულების“ ცნება, თუმცა აღსრულება ხორციელდება აღსრულების ორგანოების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში ტერმინი „სააღსრულებო დაწესებულება“ იცვლება ტერმინით „აღსრულების ორგანო“.

 

4. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი საფუძველი იქნება მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად    გადასახადის გადამხდელის მიერ  საგადასახადო სამართალდაღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევის ან/და არსებითი სხვაობის გამოვლენა პირის  მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტიურად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. ამასთან, ამ საფუძვლით არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებისათვის  დამატებით  უნდა არსებობდეს სხვა საფუძველიც.

 

5.   საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „რ“ ქვეპუნქტებში დგინდება, რომ მოგების გადასახადისგან განთავისუფლება ეხება მიღებული მოგების საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეინვესტირებას სასოფლო-სამეურნეო ან სამედიცინო საქმიანობაში. 

 

6. 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილებით ზუსტდება, რომ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს ასევე განეკუთვნება რეზიდენტის მიერ გადახდილი სტიპენდია.

 

7. საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის  ცვლილებით ზუსტდება, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა გავრცელდება მეწარმე ფიზიკური პირის არა ნებისმიერი აქტივის, არამედ იმ ქონების რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაციაზე, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოიყენება. ამასთან, როგორც არამეწარმე ფიზიკური პირი, ისე მეწარმეც ვერ გადაიტანს  ზარალს მომდევნო წელს, თუ ასეთი აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია.

 

8. პროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლს ემატება  მე-5 და მე-7 ნაწილები, რომლის მიხედვით,  ოპერაციები, რომლის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტი ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად. ამასთანავე, მუდმივ დაწესებულებასა და ძირითად საწარმოს შორის ოპერაციების შეფასება განხორციელდება საერთაშორისო კონტროლირებული ტრანზაქციების შეფასების წესებით.

 

9. საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ცვლილებით ხდება აღნიშნული ქვეპუნქტის ტექნიკური შესწორება. ფასნამატის მეთოდის გამოყენებისას ხარჯები უნდა მოიცავდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ხარჯებს.

 

10. კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის ცვლილებით ზუსტდება, რომ ფიზიკური პირისთვის (რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა) ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება - საგადასახადო წლის განმავლობაში და არა ყოველი ოპერაციისას.

 

კოდექსის ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ცვლილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში დაქირავებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა განხორციელდება   არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

11. კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოღება განპირობებულია აღნიშნული ნორმის და 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსობრივი იდენტურობით.

 

12. კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილებით, ზუსტდება, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მიზნებისათვის, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხაში (100 000 ლარში) არ შედის ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები, მსგავსად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევისა.

 

13. პროექტის მიხედვით, ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2, 21, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების ამოღება, შესაბამისად, უქმდება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი.

 

დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის  შესაბამისად, პირისათვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. შესაბამისად, იმპორტიორი დღგ-ს იხდიდა არა საქონლის იმპორტისას, არამედ ქვეყნის შიდა სივრცეში ამ საქონლის მიწოდებისას.

 

იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი წარმოადგენს დღგ-ის გადახდის ერთგვარ გადავადებას, მართალია იმპორტიორი საზღვარზე არ იხდის დღგ-ს, მაგრამ მის მიერ ამ საქონელზე დღგ-ის დარიცხვა და გადახდა ხორციელდება  საქონლის რეალიზაციისას, ამ საქონელს ნედლეულად გამოყენების შემდგომ საბოლოო პროდუქტის რეალიზაცისას და სხვა.

ცვლილების მიზანია, დღგ-ს ადმინისტრირების გამარტივება, ქვეყნის შიდა სივრცეში დღგ-ს  ადმინისტრირებასთან დაკავშირებული  დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება,  აგრეთვე იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციისათვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა. 

 

14. კოდექსის 162-ე მუხლის მე-8 ნაწილში სიტყვები „საქონლის სატარიფო ღირებულება“ იცვლება სიტყვებით „საქონლის საბაჟო ღირებულება“.       

 

15. პროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც 2014 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება იმპორტის გადასახადისაგან თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გათავისუფლება.

 

16. მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა მთავრობის დადგენილების ნაცვლად განისაზღვრება კანონით. პროექტის მიხედვით ასევე ხორციელდება  საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის 41 ნაწილის ამოღება, რომლითაც განმარტებულია საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების ცნება, ვინაიდან აღარ არსებობს ამ კატეგორიის ტყეები.

 

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებით  განისაზღვრება ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები კონკრეტული სახეობის მიწებისათვის. ამასთან,სწორდება  ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებები.

17. პროექტით წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში განსახორციელებელი ცვლებებიდან გამომდინარე, ხორციელდება  239-ე მუხლის მე-8 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ამოღება;

18. პროექტით წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე, კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით.

19. საგადასახადო კოდექსის 242-მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს შუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ გადამხდელის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;

საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად გადასახადი არის ბიუჯეტში ფულადი შენატანი, შესაბამისად, გადამხდელის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით მისი ვალდებულების გაქვითვა დაუშვებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 242-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს აღარ ექნებათ უფლება სასამართლოს მიმართონ გადასახადოს გადამხდელის ქონების პირდაპირ სახელმწიფოსთვის  გადაცემის მოთხოვნით

20. პროექტის მიხედვით, საგადასახადო 254-ე მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისადაც, საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება განხორციელდება არა საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ   საგადასახადო  დავის დასრულების შემდეგ.

21. საგადასახადო კოდექსის 254-ე ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე, პროექტის მიხედვით ხდება კოდექსის 254-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოღება.

 22. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც, კეთილსინდისიერი გადამხდელის სანქციისგან განთავისუფლების უფლება  საგადასახადო ორგანოს/ დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად ექნება სასამართლოსაც. ამასთან, აღნიშნული ნორმის გამოყენების დროს, თუ დადგენილია, რომ გადაცდომა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, სანქციის გაუქმებისათვის ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი არ იქნება შემზღუდავი გარემოება.

 

23. 270-ე მუხლის 71 ნაწილის ამოღება გამოწვეულია პროექტით წარმოდგენილი, კოდექსის  281-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებით.

 

24. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავი დადგენილი ოდენობა 0.07 პროცენტიდან მცირდება 0,06 პროცენტამდე;

 

25. საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ თვეზე (არასრული თვეები ერთ თვედ ჯამდება). ამასთან, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30 პროცენტს. ამასთან,  გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები.

 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სანქციის მინიმალური თანხა 200 ლარი, იცვლება 50 ლარით, ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა მცირეა  და არსებითად განსხვავდება მინიმალური სანქციის თანხის ოდენობისაგან. აღნიშნული ცვლილებით სანქცია შეუმსუბუქდებათ იმ პირებს, რომელთაც  დაგვიანებით წარმოდგენილი  დეკლარაციით დეკლარირებული აქვთ მცირე თანხა.

 

26. საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

 

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით. ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი განაკვეთები და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით „კუთვნილი გადასახდელი თანხა“ 1000 ლარზე ნაკლები არ არის, ამდენად, პროექტის მიხედვით, 276-ე მუხლში ჩანაწერის - „მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა“ - ამოღებულია. ამასთან,  დაკონკრეტდა, რომ „იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით“, ჩანაწერში კუთვნილი გადასახდელი არის სათამაშო ბიზნესის  მოსაკრებელი.

 

27. მცირდება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისთვის  ან მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, ასევე, ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენებისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ნაცვლად დღეს მოქმედი 500 ლარისა. აღნიშნული გათვალისწინებით, უქმდება 270-ე მუხლის 71 ნაწილი - საგადასახადო ორგანოს უფროსის უფლებამოსილება ზემოაღნიშნულ შემთხვევებში 500 ლარიანი ჯარიმა შეემცირებინა 200 ლარამდე, ასეთი ქმედების პირველად ჩადენისას.

 

28.საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებულია 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა, განმეორებაზე ჯარიმა იზრდება 5000 ლარამდე, ხოლო მომდევნო განმეორებაზე 10 000 ლარამდე; პროექტის მიხედვით, ყოველ შემდეგ განმეორებაზეც სანქციის ოდენობად განსაზღვრულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

 

29. საგადასახადო კოდექსის  289-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის თანახმად, პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა. აღნიშნული ნორმა არ გამოიყენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას. პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევების უმეტესობა მოდის ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის განმახორციელებელ პირებზე. აღნიშნული პირები ხშირად მიმართავენ შემოსავლების სამსახურს ჯარიმის გაუქმების ან შემცირების მოთხოვნით, ხოლო მიზეზი კანონმდებლობის არცოდნა ან გაუფრთხილებლობაა.

         

პროექტის მიხედვით, მცირდება აღნიშნული ჯარიმა და პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

         

საგადასახადო კოდექსის  289-ე მუხლის მე-10-მე-11 ნაწილების მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად- იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით,  ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

         

აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სანქციის (საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის) გამოყენება ზღუდავს ფიზიკური პირისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით მინიჭებულ უფლებებს.  პროექტის მიხედვით, უქმდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვა, როგორც სანქციის ერთ-ერთი სახე.

         

საგადასახადო კოდექსის  289-ე მუხლის მე-12-მე-13 ნაწილების მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე  30 000  ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას, ხოლო 50 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა - 3 000  ლარის ოდენობით.

         

ფული საქონელია, მაგრამ მისი დეკლარირება არ ხორციელდება საბაჟო მიზნებისათვის (არამედ ფულის გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით), რადგანაც ფული არ წარმოადგენს იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრის ობიექტს. შესაბამისად, ფულის გადაადგილება კონტროლისგან მალულად, არ იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას.

         

პროექტის მიხედვით, უქმდება  ჯარიმის გრადაცია 30 000-დან 50 000-მდე და 50 000-ზე მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა/გადმოტანისათვის. ამასთან, 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანისათვის განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო, საქონლის ჩამორთმევა განხორციელდება მხოლოდ ამ ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.      

         

პროექტის მიხედვით, ისევე როგორც, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-მე-11 ნაწილების შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვისაც უქმდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვა.

 

30. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველ, მე-2, 21 მე-3, მე-4, მე-6  61და მე-7 ნაწილში. ცვლილების მიხედვით, გადაწყვეტილებას  საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ მიიღებს არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ საქართველოს  მთავრობა.

 

31. პროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად ჩაითვლება და გადახდის წყაროსთან დაიბეგრება მხოლოდ 2006 და 2007 წლის საგადასახადო პერიოდებში გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები, ხოლო რაც შეეხება  2008-2010 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, ის გადანაწილდება და  ანაზღაურებულად ჩაითვლება შესაბამისად, 2013-2015 წლებში.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-60 ნაწილი, რომლის თანახმადაც,   კოდექსის 123-ე მუხლით განსაზღვრული სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი დებულებები არ გავრცელდება 2013 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

საგადასახადო კოდექსის  309-ე მუხლს ემატება 61-ე ნაწილი, რომლითაც ზუსტდება, რომ, ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით  განსაზღვრული საურავის - 0,06 პროცენტის ოდენობით დარიცხვა განხორციელდება მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან არსებულ   გადასახადის გადაუხდელ თანხაზე.

 

აზრი გამოთქვეს:

ჟორჟოლიანმა, ჯაფარიძემ, მაისურაძემ, მელაძემ, სამხარაულმა, კვიჟინაძემ,  ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

2.მოისმინეს:

მოხსენება „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის ჩარჩო ხელშეკრულების  (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ  რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი პროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB)  შორის 2011 წლის 1 მარტს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ (შემდგომში „საინვესტიციო პროგრამა“) დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (FFA) 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობაზე საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომხურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად, კერძოდ, FFA ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 6 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი,  ფოთი, ზუგდიდი, მარნეული).

FFA-ის ფარგლებში საქართველოსა და ADB-ს  შორის 2011 წლის 10 მაისს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 1“-ის (შემდგომში ტრანში 1) სასესხო ხელშეკრულებას 51,343,000 SDR-ის (დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის სესხზე შემდეგი ფინანსური პირობებით:

სესხის ხანგრძლივობა: 32 წელი (8 წლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით);

საპროცენტო განაკვეთი: წლიური 1%-ი შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში ხოლო შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 1.5%.

 

პროექტის დასრულების თარიღი :2016 წლის 31 მარტი.

ამჟამად, აღნიშნული ტრანში 1-ით ფინანსდება მესტიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობა ანაკლიაში, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა და ფოთში. რაც შეეხება ზუგდიდსა და მარნეულში განსახორციელებელ სამუშაოებს, ისინი გადაიდო FFA-ის შემდეგი ტრანშებისთვის.

აზრი გამოთქვეს:

გაჩეჩილაძემ, წერეთელმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

3.მოისმინეს:

მოხსენება „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ  რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი პროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, 2012 წლის 11 დეკემბერს ხელი მოეწერა საინვესტიციო პროგრამის FFA-სა და ტრანში 1-ის სასესხო ხელშეკრულების ცვლილებებს. აღნიშნული ხელშეკრულებების ცვლილებები ეხება საინვესტიციო პროგრამაში ქალაქ ურეკის ჩართვას და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის (UWSCG) ოფისის მშენებლობას.

პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (MRDI) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG).

 

აზრი გამოთქვეს:

ჟორჟოლიანმა, სამხარაულმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

4.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა გამოთქმული                                                                                     შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 4) რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 5)

 

აზრი გამოთქვეს:

ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

5.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება  „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების  შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 7)  შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიზანია, მეტი კონკრეტიზაცია მოახდინოს ურთიერთდამოკიდებულ პირთა წრეში ეკონომიკური აგენტების მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად.

 

კანონპროექტის პირველი მუხლით ხდება ურთიერთდამოკიდებული პირების ტერმინის დაზუსტება: მე-3 მუხლს ემატება ლ/ბ ქვეპუნქტი, რომელშიც ურთიერთდამოკიდებული პირი განისაზღვრება, როგორც: პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამავე დროს ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი ან მიიღოს შემოსავალი ან საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე.

 

კანონის მე–6 მუხლში: ,,დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება’’ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებით (კანონის მე-6. მუხლის მეორე ნაწილს ემატება „ე“ ქვეპუნქტი) შემოთავაზებულია კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრის კუთხით მოქმედ კანონმდებლობაში ფრაგმენტული ცვლილების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სექტორში, ანუ ფარმაცევტული, სადაზღვევო და ჰოსპიტალური ბაზრის სეგმენტებზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების ვერტიკალური ინტეგრაციის (ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ მოცემული სამი საქმიანობიდან ორის ან მეტის ერთდროულად განხორციელების) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად განხილვა.

 

კანონპროექტის მუხლი 3.-ის მიხედვით (კანონის მე-6. მუხლს ემატება მეოთხე ნაწილი), „ე“ პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომისა და გამოყენებული სანქციის გაცემიდან ერთი თვის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოთავაზებულია ეკონომიკური აგენტის იძულებითი რეალიზაციის წესით გასხვისება და გასხვისების შედეგად შემოსული თანხის  ეკონომიკური აგენტის მესაკუთრისათვის გადაცემა.

კანონპროექტის მუხლი 4.-ის მიხედვით (კანონის 34-ე მუხლს ემატება 41 ქვეპუნქტი), შემოთავაზებულია ეკონომიკური აგენტების დავალდებულება ამ ნორმასთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, რომლის დროსაც მათზე არ გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები (მუხლი 33. 1. რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის მიერ მიღებული მოგების 10 პროცენტს; 2. წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ბრუნვის 2 პროცენტს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს იმავე ფინანსურ წელს მოგება არ მიუღია).

 

აზრი გამოთქვეს:

ჟორჟოლიანმა, მაისურაძემ, ლემონჯავამ, კვიჟინაძემ, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8).

6.გამარტივებული

წესით

განიხილეს:

მოხსენება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 9) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონის 451 მუხლის (გარდამავალი დებულებანი) პირველი პუნქტი ითვალისწინებს  2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულტესტირების ჩატარების აუცილებლობას მხოლოდ განსაზღვრული ტვირთამწეობისა და განსაზღვრულ საქმიანობიაზე გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, კერძოდ, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, რეგულარულ გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ, ხოლო სხვა დანარჩენ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო პერიოდული ტესტირება, დღეს არსებული კანონის რედაქციით, სავალდებულო იქნება 2013 წლის პირველი იანვრიდან.

 

ამ პუნქტის მოქმედების პერიოდში აკრედიტებული ტესტირების ცენტრების მიერ სავალდებულო პერიოდულტესტირება ყოველწლიურად უტარდებოდა  25.0 – 30.0 ათას ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

 

ამ პუნქტის მოქმედების ვადის არ გაგრძელების შემთხვევაში, 2013 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება (მათ შორის მსუბუქი ავტომობილები), რომელთა საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 800,0 ათასს მიაღწევს, რისი განხორციელებაც თავისთავად დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეუძლებელი და განუხორციელებელი შესაძლოა აღმოჩნდეს.

 

ზემოაღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, მიზანშეწონილია კანონის 451 მუხლის (გარდამავალი დებულებანი) პირველ პუნქტში მოყვანილი ვადა გადაიწიოს გონივრული ვადით, კერძოდ, ერთი წლით – 2014 წლის 1 იანვრამდე;

  წარმოდგენილი კანონპროქტით ცვლილება შედის 451 მუხლის პირველ პუნქტში და ყალიბდება შემდეგი შინაარსით:

 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები:

  ) რომლებითაც ხორციელდებასაავტომობილო ტრანსპორტის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ, წერეთელმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

7.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო ქონების  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 11) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივას.

შემოთავაზებული ცვლილებით აღნიშნული უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს მთავრობას.  კერძოდ, უძრავი ქონების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი მიწების, სარგებლობაში გადაცემული მოძრავი ქონების, ასევე წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას განახორციელებს საქართველოს მთავრობა. რომელიც ასევე დაამტკიცებს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს.

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაფარიძემ, ჟორჟოლიანმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12)

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                     ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:                                                                  თამარ ჯაფარიძე

 

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:      საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

კანონპროექტზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ნიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის ჩარჩო ხელშეკრულების  (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილებაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ  რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის ჩარჩო ხელშეკრულების  (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება“  (07-1/15; 21.12.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე      

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

 „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტზე"  

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ  რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა  და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“ (07-1/14; 21.12.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის. 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე 

 

 

დანართი 4  

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტზე გამოთქმული  შენიშვნების  გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელ

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  1. 1.კანონის 65-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, საიდანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში არანაკლებ 10 წამისა დაუთმოს სოციალურ რეკლამას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულ არიან ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში არანაკლებ 60 წამისა, და მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) საარჩევნო უბნების მისამართები;

) არჩევნების თარიღი;

) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5 

პროექტი

საქართველოს კანონი

მაუწყებლობის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. საქართველოს კანონშიმაუწყებლობის შესახებ (სსმ, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1.კანონის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ)“ და „ო)“ ქვეპუნქტები:

„ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ძირითადი მიმართულებების,  მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია; 

ო) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.“ 

2.კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

1.  სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საქართველოს სახელმწიფოს  საშინაო და საგარეო პოლიტიკის  ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა და  ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და  პრიორიტეტების გათვალისწინებით.

 3.კანონის 30-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: 

ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-20 მუხლების გათვალისწინებით განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს; 
4.კანონის 65-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, საიდანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში არანაკლებ 10 წამისა დაუთმოს სოციალურ რეკლამას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულ არიან ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში არანაკლებ 60 წამისა, და მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) საარჩევნო უბნების მისამართები;

) არჩევნების თარიღი;

) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს პრეზიდენტი                            მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა 

კანონპროექტზე

   „მაუწყებლობის შესახებ“

საქართველოს კანონში  ცვლილების  შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების  შეტანის თაობაზე“  და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

დანართი 7

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“

 საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 1.მე-3 მუხლის ლ.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამავე დროს ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილს ან ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშვალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი ან მიიღოს შემოსავალი ან საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებაზე“ 
2.მე-6 მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი. 

ე) ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ან რეალიზაციის, სადაზღვევო და სამედიცინო (მომსახურების) საქმიანობის ორი ან მეტის ერთდროულად განხორციელებას. ეკონომიკური აგენტის მიერ მიმართ ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს სუბიექტს ვალდებულებისაგან. 
3.მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი. 
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომისა და გამოყენებული სანქციის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მოხდება ეკონომიკური აგენტის იძულებითი რეალიზაციის წესით გასხვისება, ხოლო გასხვისების შედეგად შემოსული თანხა გადაეცემა ეკონომიკური აგენტის მესაკუთრეს (მესაკუთრეებს) 
4.34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი. 

41. ეკონომიკურმა აგენტებმა ამ კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტთან შესაბამისობაში მოიყვანონ  თავიანთი საქმიანობა კანონის ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში, ამ ვადის განმავლობაში მათზე არ გავრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.  

მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

  

საქართველოს პრეზიდენტი                 მიხეილ სააკაშვილი

  

 

დანართი 8

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 

 დარგობრივი ეკონომიკისა
და

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა 

კანონპროექტზე

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები და მოსაზრებები: 

კანონპროექტით შემოთავაზებულია, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, მოქმედ კანონმდებლობაში ფრაგმენტული ცვლილების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სექტორში – ფარმაცევტული, სადაზღვევო და ჰოსპიტალური ბაზრის სეგმენტებზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების ვერტიკალური ინტეგრაციის (ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ მოცემული სამი საქმიანობიდან ორის ან მეტის ერთდროულად განხორციელების) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად განხილვა და ეკონომიკური აგენტების დავალდებულება ამ ნორმასთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ცვლილების ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოთავაზებულია ეკონომიკური აგენტის იძულებითი რეალიზაციის წესით გასხვისება და გასხვისების შედეგად შემოსული თანხის  ეკონომიკური აგენტის მესაკუთრისათვის გადაცემა. 

კომიტეტს მიაჩნია, რომ მოქმედ კანონმდებლობაში ფრაგმენტული მიდგომის და ცვლილების განხორციელება, მხოლოდ სადაოს გახდის სავარაუდო ეკონომიკური და სამართლებლივი შედეგების ეფექტიანობას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ვერ გაიზიარებს კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიზანშეწონილობას და მხარს ვერ დაუჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის საგაზაფხულო სესიისათვის  მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტი, ავტორთან კონტაქტში, შეძლებისდაგვარად ასახევს წინამდებარე  საკანონმდებლო ინიციატივის პრინციპებს.

  

                                                                              ზურაბ ტყემალაძე

                                                                                კომიტეტის თავმჯდომარე      

 

 

დანართი 9    

 

პროექტი

  

საქართველოს კანონი 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

მუხლი 1.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. 451 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები:  

) რომლებითაც ხორციელდებასაავტომობილო ტრანსპორტის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.“.

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მიხეილ  სააკაშვილი


დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა 

კანონპროექტზე

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   წარმოდგენილი კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მონზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განხილვისათვის.

 

 

                                                                                    ზურაბ ტყემალაძე

                                                                              კომიტეტის თავმჯდომარე                 

 

 

დანართი 11

 

პროექტი

 საქართველოს კანონი 

”სახელმწიფო ქონების შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

  

მუხლი 1. ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შევიდეს შემდეგი ცვლილებ: 

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისასასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.”; 

2. 31 მუხლის მე-3 პუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების მმართველის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.”; 

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ”ბ” ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;“;  

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.”; 

4. მე-10 მუხლის: 

ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიციირების ან/და წარდგინების საფუძველზე. 

21. ქონების მმართველი უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.”; 

) მე-5-მე-7  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს ქონების მმართველი და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით ქონების მმართველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

7. ქონების მმართველი ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს (ქონების სააგენტო − სამინისტროს მეშვეობით) დასაბუთებულ წინადადებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა.”; 

) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”9. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე. 

10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.”;  

5.მე-18 მუხლისმე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და ირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181მუხლით დადგენილი წესით.;

 6. მე-19 მუხლის: 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.”; 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში.; 

7. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.”. 

8. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

3. თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი, ხოლო პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქონების მმართველის (ქონების სააგენტო − სამინისტროს მეშვეობით) წარდგინებით,  ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.; 

9.31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.; 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.”; 

10. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: 

”11. ამ მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლება მოიცავს გადაცემული ქონების ნაყოფის მიღების უფლებასაც.“; 

11. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა”. 

12. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

2.წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.”; 

13. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.”; 

14. 45-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.. 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ქონების მმართველი ან კანონით დადგენილ შემთხვევებში −  პრივატიზების განმახორციელებელი სხვა ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. საკუთრების უფლებასთან ერთად შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირდება საპრივატიზებო პირობები.”; 

მუხლი 2. 

1. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცება; 

2. 2013 წლის 1 მარტამდე შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 

3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულება;  

მუხლი 3. 
1.ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ”” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-10 პუნქტისა, მე-6 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, მე-11 პუნქტის და მე-14 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ”” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-10 პუნქტი, მე-6 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, მე-11 პუნქტი და მე-14 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი               მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 12

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა 

კანონპროექტზე

სახელმწიფო ქონების  შესახებ

 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი სახელმწიფო ქონების  შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისათვის. 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე