სხდომის ოქმი #19

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის

ოქმი #19

   /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების,  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებთან ერთად/

                                                                                                                                                                                                                                                                                                               4 აპრილი  2013წ.

                                                                                                                                                                                                                                                                                                               ქ. ქუთაისი 1100 საათი           

გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას უძღვებოდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის

თავმჯდომარე:                                                       ერეკლე ტრიპოლსკი

სხდომის მდივანი:                                                     ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

 და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი,(თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ალი მამედოვი (თავმჯდომარის მოადგილე), გია თევდორაძე (მოადგილე), რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგიური, სერგო ხაბულიანის ადგილმონაცვლე კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზ ჯაფარიძე, სერგო რატიანი; დავით ბეჟუაშვილი, ირმა ნადირაშვილი, გუბაზ სანიკიძე,   

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრი: ანზორ ბოლქვაძე; 

სხდომაზე მოწვეული სტუმრები:

ელისო ჩაფიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი

ლაშა ტუღუში - გაზეთ რეზონანსის“  მთავარი რედაქტორი

ზვიად ქორიძე - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე

ნინო ზურიაშვილი - მედია ,,კუალიცია“

მამუკა ყუფარიძე - სტუდია ,,რე“

ემზარ გოგუაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს წევრი

თამაზ ტყემალაძე - ექსპერტი; 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - ირინე იმერლიშვილი და კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შოთა მალაშხია, მარიამ ქაჯაია, ზურაბ ტყემალაძის ადგილმონაცვლე გოგი თოფაძე. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე და კომიტეტის წევრები;

სხდომას ასევე ესწრებოდნენ:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის,  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

                   გაერთიანებული სხდომის დღის   წესრიგი (პროექტი)

1.საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა (07-3/69,07.03.13)

/მომხსენებელი: ელისო ჩაფიძე საქართველოს პარლამენტის წევრი/

 

გაერთიანებილი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

 კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი 

 

მოისმინეს:

ელისო ჩაფიძის მოხსენება საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა (07-3/69,07.03.13), რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი კანონპოექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მედია მდგომარეობის გაუმჯობესება. კანონპროექტით წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კონკრეტული წინადადებები. კანონპროექტის მიღების დამატებით მიზეზს წარმოადგენს მედიის პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლება, რაც კანონპროექტის ავტორებს შეუძლებლად მიაჩნიათ  მედია საშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების გარეშე. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის რეფორმირება.

       როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობისათვის აუცილებელია მისი ძირეული რეფორმირება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტის სტატუსის განსაზღვრა პრინციპით „ერთი ქვეყანა - ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი“. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო მაუწყებელი. ამავდროულად, უნდა შემუშავდეს მისი გარდაქმნის ისეთი ფორმა, რომელიც გაითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებს.

       არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რამდენად ხარვეზიანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოების შერჩევის წესი. კანდიდატთა წარდგენის პროცესში დაინტერესებული ჯგუფები ვერ მონაწილეობენ. კანონპროექტის წარმოდგენის მიზეზია სამეურვეო საბჭოს შექმნის პროცესში დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ამრიგად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და გამოასწოროს მდგომარეობა ზემოთ ჩამოვლილ პრობლემებთან დაკავშირებით - აღიკვეთოს სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსების ბოროტად გამოყენება; მედია პლურალიზმის ხელშეწყობა; აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტის გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად და არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში განსაკუთრებული სტატუსით მისი ჩართვა, ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების ისეთი სამართლებრივი მექანიმზების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების მაქსიმალურ ჩართვას პროცესში.

კანონპროექტის ცვლილებების არსი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ სამეურვეო საბჭო გახდეს უფრო ეფექტიანი, უნდა შეიცვალოს მისი ფორმირებისა და პასუხისმგებლობის წესები. სამეურვეო საბჭოს რაოდენობა მცირდება 9 წევრამდე. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, შეარჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისათვის საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომელშიც შევლენ დარგის სპეციალისტები. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე წარედგინება არანაკლებ სამი კანდიდატი. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს 3 წევრს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორე სამ წევრს – პარალმენტის დანარჩენი წევრები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დარჩენილ 2 კანდიდატს ირჩევს სახალხო დამცველი და ამ კანდიდატებს არ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მედიის  თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს გადასცა ,,მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტის სამართლებრივი მიმოხილვა.კერძოდ, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია გარდამავალ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

 "შემოთავაზებული ცვლილებები აუმჯობესებს არსებულ კანონს, უზრუნველყოფს მეტ პლურალიზმსა და გამჭირვალობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში ეს გაუმჯობესება გამოწვეულია დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების, მიზნებისადა ამოცანების დახვეწით. ძლიან პოზიტიურია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება ახალი ვალდებულება, უზრუნველყოს თავის ქსელში არსებული სხვა მაუწყებლის სიგნალის გადაცემა“, - აღნიშნავს დუნია მიატოვიჩი თავის განცხადებაში, რომელიც ეუთოს სამსახურმა გაავრცელა. დუნია მიატოვიჩის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მთავარი ნაკლია გარდამავალი დებულებების ნაკლებობა, სანამ ახალი სამეურვეო საბწო იქნება დანტკიცებული. მისი თქმით, ეს უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართულ მუშაობას გარდამავალ პერიოდში /მაუწყებლობის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით ეუთოს სამართლებრივი ანალიზი მოამზადა პროფესორმა, მედია სამართლის ექსპერტმა კეტრინ ნაიმან მეტკაფმა/. 

გაერთიანებულ სხდომაზე  კანონპროექტის მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების 

შეანის შესახებ“ განხილვა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა, საპარლამენტო

უმცირესობა არ ეტანხმებოდა კანონპროექტით განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესს და საბჭოში წევრთა რაოდენობის შემცირებას. მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო მოქმედი სამეურვეო საბჭოს მთლიანი შემადგენლობის დათხოვნის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ სამეურვეო საბჭო წლების განმავლობაში ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მისი დაკომლექტება უნდა მოხდეს ახალი წესით, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობასაც უზრუნველყოფს.

  კანონპროექტის განხილვაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო

ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლები.

სხდომაზე აღინიშნა, რომ აჭარის ტელევიზიის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით პარ

ლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტია შემოსული, რომლის ინიციატორიც აჭარის ა/რ

უმაღლესი საბჭოა.

კანონპროექტის ინიციატორები გამართული განხილვის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ პროექტებს

შეაჯერებდნენ და მოახდენდნენ პარლამენტში ახალი ერთიანი, გადამუშვებული

კანონპროექტის ინიცირებას.

პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, რომ პროექტის ინიცირების შემდეგ  კანონპროექტის ავტორები მისი დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

 

გაერთიანებული სხდომის ოქმს თან ერთვის სხდომის აუდიო ჩანაწერი.

 

       სხდომის თავმჯდომარე                                           ერეკლე ტრიპოლსკი

  

        სხდომის მდივანი                                                     ბელა ქველაძე

 
modules