გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სამწლიანი პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ მიზნად ისახავს საქართველოსა და სასომხეთში გენდერული პოლიტიკის განვითარებას, ქალთა შესაძლებლობების ზრდას გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე და მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. პროექტი ასევე ფასილიტაციას გაუწევს პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას და გააზრებას. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს გენდერულ საკითხებზე რეგიონალურ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალებებას.

პროექტი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ხელი მოეწერა2004 წლის 28 ივნისს, ხოლო თავად პროექტი ოფიციალურად 2004 წლის სექტემბერში დაიწყო.

 

 

საქართველოში პროექტის განხორციელების მნიშვნელობა:

  • საქართველოს სოციალური სტრუქტურა ჯერ კიდევ ძალიან ტრადიციულია და ქალთა და მამაკაცთა როლი მკვეთრად განსაზღვრულია. ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის არსის გაცნობიერება ჯერ კიდევ ნაკლებად ხდება და აღნიშნული პრობლემა სხვადასხვა დონეებზე აფერხებს მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს.

 

მოსალოდნელი შედეგები:

  • უფრო მეტი გენდერული თანასწორობა გადაწყვეტილების მიღების დონეზე საქართველოს პოლიტიკურ სტრუქტურებში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე;
  • გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მყოფი ქალების გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩასაბმელად;
  • ჩამოყალიბებული მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმები გენდერული თანასწორობის და ქალთა დაწინაურების ხელშეწყობისთვის;
  • სამთავრობო უწყებებში თანამშრომელთა გენდერული ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაზრდა გენდერული დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის მიზნით;
  • გენდერული პარამეტრების გათვალისწინებით დახვეწილი კანონმდებლობა და საერთაშორისო დოკუმენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. შემუშავებული სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის გარდა მთავრობას აგრეთვე შემუშავებული ექნება ეროვნული სამოქმედო გეგმა;
  • საფუძველი ჩაეყრება რეგიონული ინფორმაციის გაცვლის და გენდერულ თანასწორობის ირგვლივ ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკას.

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები
საპროექტო დოკუმენტი    135 KB