| სხდომის ოქმი #20 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი #20 /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად/ 2 აპრილი 2013წ. ქ. ქუთაისი 1300 საათი / საკომიტეტოს მოსმენის ოთახი #303/
სხდომის თავმჯდომარე: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი,(თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ალი მამედოვი (თავმჯდომარის მოადგილე),გია თევდორაძე (მოადგილე), რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგიური, სერგო ხაბულიანის ადგილმონაცვლე კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზ ჯაფარიძე, სერგო რატიანი; დავით ბეჟუაშვილი; სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა კომიტეტის წევრები: ირმა ნადირაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ანზორ ბოლქვაძე; სხდომაზე მოწვეული: ჯემალ ფუტკარაძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, გვანცა დოლიშვილი, ბელა ქველაძე; სხდომას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. გაერთიანებული კომიტეტების სხდომას თავმჯდომარეობდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მან კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: 1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ (07-2/46,05.03.13) (პირველი მოსმენა) და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობიდან მივიღეთ უარყოფითი დასკვნა, რადგან კანონპროექტი იწვევს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტი განხილვას არ ექვემდებარება. აზრი გამოთქვა: კობა დავითაშვილი: აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად,კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას, ან სახლელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, მთავრობა კი არ ეთნხმება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებას. აქედან გამომდინარე მთვრობის თანხმობის გარეშე მიუღებელია წარმოდგენილი ინიციატივის განხილვა.
კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად) წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი იზიარებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებულ პოზიციას და მიზანშეწონილად არ თვლის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის).
სხდომის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






