სხდომის ოქმი #21

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის

ოქმი #
21

   /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთდ  /

                                                                                                                                                                                                                  17 აპრილი  2013წ.

                                                                                                                                                                                                                     ქ. ქუთაისი 1030 საათი           

                                                                                                                                                                                                                                                                  / საკომიტეტოს მოსმენის ოთახი #307/

 

სხდომის თავმჯდომარე:                                             გია ჟორჟოლიანი

                                                           (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)

                                                        

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

 და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

გია ჟორჟოლიანი,(თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ალი მამედოვი (თავმჯდომარის მოადგილე),გია თევდორაძე (მოადგილე), როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგიური, სერგო ხაბულიანი, გუბაზ სანიკიძის  ადგილმონაცვლე გიორგი ხეჩინაშვილი,  თამაზ ჯაფარიძე, სერგო რატიანი, ანზორ ბოლქვაძე; 

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრები:ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე),  ირმა ნადირაშვილი, დავით ბეჟუაშვილი, გოჩა ენუქიძე; 

სხდომას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, ნინო ქავთარაძე, გვანცა დოლიშვილი;  

გაერთიანებული კომიტეტების სხდომას თავმჯდომარეობდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია ჟორჟოლიანი, მან კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

1 საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/79; 10.04.13) (პირველი მოსმენა)

მომხსენებელი: გიორგი ცაგარეიშვილი  (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე)

გაერთიანებილი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პროექტთან დაკავშირებით კომიტეტების წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

 კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

მოისმინეს:

კანონპროექტის ინიციატორმა გიორგი ცაგარეიშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით ცვლილება შედის ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ, ძირითადი კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, ცვლილების თანახმად, თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანო, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა. კერძოდ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს შემდგომში გადასცემს - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტო, რაც შეეხება საქონლის  (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობას, იგი გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული მიერ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 

კომიტეტების წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს  საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

 

      სხდომის თავმჯდომარე                                           გია ჟორჟოლიანი

 

 
modules