ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან დეპუტატების შეხვედრები გრძელდება
ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 14:05

ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ესტონეთის დელეგაციის პირველი ვიზიტია, რასაც თავად ესტონელი დეპუტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. დღეს ისინი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შეხვდნენ. სტუმტრები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსით დაინტერესდნენ. ისაუბრეს როგორც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კოჰაბიტაციის შესახებ, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესების თაობაზე. მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო გეგმებიც გააცნეს და აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდენ. 

დღესვე დელეგაციის წევრები ევროპასტან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს შეხვდნენ. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. როგორც ესტონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანდრეს ჰერკელმაანდრეს ჰერკელმა აღნიშნა, ესტონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებთან ურთიერთობას, თანამშრომლობდა ევროინტეგრაციის საკითხებში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 14:44
 
modules