საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 16:12

ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტი პარლამენტის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პირველი მოსმენით წარადგინა და განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიზანი პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაა. იგი ეხება მშენებლობის ნებართვის მოკლე ვადაში გაცემასთან დანერგილი დაჩქარებული მომსახურების სერვისის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპოროექტით წარმოდგენილი პრინციპის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა საკითხი გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს.
კომიტეტების ერთობლივი გადწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა გადაიდო საკითხის დაზუსტების მიზნით.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 16:29
 
modules