|
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა UNDP-ის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან |
|
ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 17:12 |
|

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, ინიტა პაულოვიცას და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დირექტორს, ნინო მახაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პრობლემები და მიმდინარე რეფორმის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ჩართულობა. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტი დარგობრივ სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელშიაც დეტალურად იქნება გაწერილი კონკრეტული ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჰოსპიტალსგარე, რეაბილიტაციისა და ზრუნვის სერვისების დანერგვას. თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად დაუჭირონ მხარი კომიტეტის ინიციატივებს ამ მიმართულებით. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 07 მაისი 2013 21:15 |