|

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი წარმოადგენს ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის ნაწილს, რომელიც საქართველოში 2004 წელს ევროკომისიის მხარდაჭერით დაარსდა. 2007 წელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟითა და პოლიტიკური ფრაქციების თანხმობით, ცენტრის ოფისი განთავსდა პარლამენტის შენობაში, როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმა. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი, არალობისტური ორგანიზაცია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო დიალოგის გაძლიერება ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს შორის. ცენტრის მიზანია დიალოგის ფასილიტაცია, ორმხრივი ურთიერთგაგების მიღწევა კანონმდებლებს, პოლიტიკოსებსა და იმ პირებს შორის, რომლებზეც უშუალო გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილებები.
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს აქვს საგანმანათლებლო პროგრამები პარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომლის მიზანია ერთმანეთის საქმიანობის შესახებ ინფორმირება. რეგულარული პროგრამების, ფორუმებისა და ობიექტური კვლევების გარდა, ცენტრი ეხმარება საქართველოს პარლამენტს მისი შესაძლებლობების განვითარებაში.
ამჟამად, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს BP და მისი ბიზნესპარტნიორები, International Alert, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების საელჩო.
საერთო პრინციპების კოდექსი
-
პროგრამები არის ნეიტრალური და არაპარტიული;
-
პროგრამები ემსახურება მხარეების ურთიერთგანათლებასა და ურთიერთინფორმირებულობას;
-
მონაწილეები ვალდებულებას იღებენ შეთანხმებული დრო დაუთმონ პროგრამების მსვლელობას;
-
მონაწილეები, პროგრამებში მონაწილეობისას არ ახდენენ საკუთარი პარტიული შეხედულებების პოპულარიზებას;
-
პროგრამის განხორციელებისას ბიზნესის წარმომადგენლები არ ახდენენ საკუთარი ინტერესების ლობირებას;
-
პროგრამა უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა თავიანთი საქმიანობა მაქსიმალურად ღიად წარმოადგინონ;
-
პარლამენტის წევრები უზრუნველყოფენ კოფიდენციალობის დაცვას კომერციულად მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე.
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის საიტზე გადასვლა >>>
|