|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
|
ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 19:14 |
|

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს პარლამენტის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში მსჯავრდებულ პირს, დღეს მოქმედი 6 თვის ნაცვლად, უფლება ეძლევა ხელმეორედ მიმართოს სასამართლოს ნასამართლობის მოხსნის მოთხოვნით 3 თვის შემდეგ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ცვლილების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია და ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას.
|
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 07 მაისი 2013 19:27 |