|
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, ქუთაისობის აღსანიშნავად კოალიციამ „ქართული ოცნება“ ღონისძიება გამართა |
|
ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 19:27 |
|

ტრადიციულად, ქუთაისში, დღევანდელ დღეს, ორმაისობა - ქუთაისქალაქობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისობის აღსანიშნავად ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება კოალიციამ „ქართული ოცნება“ „ოქროს ჩარდახში“ გამართა, სადაც პარლამენტის წევრები და ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ქუთათურებს დღესასწაული პარლამენტის წევრებმა მიულოცეს და მათ საპატივცემულოდ მიღება გამართეს. „ქუთაისს ყოველთვის ექნება კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ქალაქის ფუნქცია“, - აღინიშნა ღონისძიების მსვლელობისას. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 07 მაისი 2013 19:31 |