პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ბალტიის ასამბლეის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
სამშაბათი, 07 მაისი 2013 12:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე 8-10 მაისს მონაწილეობას მიიღებს ქ. რიგაში დაგეგმილ ბალტიის ასამბლეის საერთაშორისო კონფერენციაში ,,თანამშრომლობის ჩამოყალიბება: ბალტიის პასუხი".

აღნიშნული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ როგორც სუამ-ის და ბალტიის წევრი ქვეყნების პარლამენტების, აგრეთვე ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

ზურაბ აბაშიძე სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სახელით სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს, სადაც იგი ისაუბრებს სუამ-ისა და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 07 მაისი 2013 19:16
 
modules