| საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადება |
|
საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს პარლამენტის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი პირობებით: 1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე, ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge). 3. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge), „ჩემი რეზიუმე“-ს „დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს: ა) უმაღლესი განათლების მოწმობის ასლი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; გ) სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი – არსებობის შემთხვევაში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; დ) ფოტოსურათი (4X6). 4. „ენის“ ველში უნდა მიეთითოს კანდიდატის მიერ არჩეული ერთ-ერთი უცხოური ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ცოდნა. 5. I და II ტურების მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 6. განაცხადები მიიღება 2013 წლის 7 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით. 7. კონკურსს ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც დაადგენს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას. 8. იმ კონკურსანტების ვინაობა, რომლებმაც სრულყოფილად წარმოადგინეს საბუთები, და კონკურსის ჩატარების გრაფიკი გამოქვეყნდება 2013 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/konkursi-2013). 9. კონკურსი ჩატარდება 2 ტურად: ა) პირველი ტური გაიმართება 2013 წლის 4 ივნისიდან ტესტირების ფორმით, შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ნიკეას ქ. №13, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; ბ) მეორე ტური გაიმართება გასაუბრების ფორმით, შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26, პარლამენტის სასახლე. გ) ტესტებზე პასუხების გასაცემად გათვალისწინებულია 3 საათი. 10. კონკურსანტის მიერ საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება. 11. ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება ტესტირების მე-2 დღის 18 საათამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/konkursi-2013). 12. თითოეული ვაკანტური თანამდებობისათვის მითითებული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ თანამდებობრივ სარგოს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, მათ შორის, დანამატს საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისათვის. 13. კონკურსანტს საპრეტენზიო კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ტურის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება (მისამართი: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი №26, საქართველოს პარლამენტი, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს) განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 14. კონკურსის პროგრამა, კონკურსის ჩატარების წესი და ინფორმაცია ტესტირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტები და ტესტები შესაბამისი პასუხებით იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე: www.parliament.ge/konkursi-2013 15. ტესტები და პასუხები მომზადებულია 2013 წლის 7 მაისის მდგომარეობით არსებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 16. შეკითხვებისა და საკონკურსო ტესტებში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: (+995) 032 2289077; (+995) 032 2289198; (+995) 032 2289321.
|






