|
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან |
|
სამშაბათი, 07 მაისი 2013 21:12 |
|

კონფლიქტური ტერიტორიების მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, პარლამენტში ბოლო ხანს განხილული საკანონმდებლო ინიციატივები, საკონსტიტუციო ცვლილებები, პოლიტიკური პროცესები იყო ძირითადი თემა, რომელზეც საუბრობდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი ვოლფგანგ გროსრუკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარეში დღეს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ. ისინი დაინტერესდნენ გარდამავალ პერიოდში კოჰაბიტაციის პროსით, ასევე საუბარი შეეხო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, დასაქმების პრობლემას, შრომის კოდექსს, საგარეო ორიენტირებს, რუსეთთან ურთიერთობას. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სტუმრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს უმრავლესობის წევრებისგან.
სტუმრების შეფასებით ხელისუფლების ტრანსფორმაციის და მშვიდობიანი გადაცემის პროცესში სირთულეები წარმოიშვება ხოლმე, მაგრამ ის რაც საქართველოში მოხდა, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა, პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო და სამაგალითო მოვლენაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი ვოლფგანგ გროსრუკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარეში დღესვე საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც შეხვდნენ. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 08 მაისი 2013 20:34 |