საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)

პარლამენტის გაძლიერების პროგრამა

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში NDI-იმ განახორციელა  პროგრამები შემდეგი მიმართულებით:

 

  • პარლამენტის ინსტიტუციონალური გაძლიერება;
  • პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა;
  • არჩევნებზე დაკვირვება;
  • ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობას განვითარება.

 

პარლამენტის ინსტიტუციონალური გაძლიერების პროგრამაზე NDI 1995 წლიდან მუშაობს. ეს პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხადრაჭერით. 2004 წლიდან NDI–ის საპარლამენტო პროგრამა კიდევ უფრო  გაფართოვდა.

 

NDIის მიმდინარე პარლამენტის გაძლიერების პროექტი (2009-2012 წ.წ.) მიზნად ისახავს:

 

  • პარლამენტის ამომრჩევლებთან ურთიერთობის  ფუნქციის გაუმჯობესებას;
  • პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებზე დებატების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას;
  • პარლამენტის გამჭვირვალობის და ინსტიტუციური  რეფორმის ხელშეწყობას;
  • პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის  გაძლიერებას.

 

2010 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა NDI–ის პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია, სადაც ხელი მოეწერა აშშ-ის მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ურთიერთგაგების მემორანდუმში დეტალურად არის გაწერილი პროექტის მიზნები.

 
modules