პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრო
ოთხშაბათი, 08 მაისი 2013 20:58

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პროფესიული ჟურნალის, „ადვოკატის“ პირველი ნომრის გამოსვლა მიულოცა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. 
„მე ამ საქმეს განვიხილავ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წამოწყებად, იმ მრავალ საქმეს შორის, რომელიც უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდება ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, რომელსაც ევალება პროფესიის კიდევ უფრო განვითარება და სრულყოფა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან ისაუბრა ადვოკატის რთულ და საჭირო პროფესიაზე, რომელიც ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდა სხვადასხვა იდეოლოგიის პირობებში.

„საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ შეკითხვას, რატომ გავხდი იურისტი. წლების განმავლობაში გავაცნობიერე, რომ თუ ვინმე მინდა ვიყო, მინდა ვიყო ადვოკატი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ერთი რამ ცხადია, კანონის უზენაესობა თუ არ დამკვიდრდა, ერთ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ქვეყანაში“.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 08 მაისი 2013 21:09
 
modules