| ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამა „საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობათა განმტკიცება“ |
|
ვესტმინსტერის კონსორციუმის ოთხწლიანი (2009-2013 წწ.) პროგრამა საქართველოს პარლამენტში მიზნად ისახავს პარლამენტის მიერ საკანონდებლო, ზედამხედველობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულების მხარდაჭერას პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ქმედითუნარიანობის განმტკიცების გზით. პროგრამის ფორმატი ითვალისწინებს ოთხი თემატური მიმართულებით სასწავლო კურსებისა და სემინარების ორგანიზებას, ასევე პარლამენტის წევრების გაცვლით ვიზიტებსა და აპარატის თანამშრომლების მივლინებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში. პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ ვესტმინსტერის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები დიდი ბრიტანეთის მხრიდან და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები:
პროგრამა მიზნად ისახავს აღნიშნული მიმართულებებით საქართველოს პარლამენტში ინსტიტუციური სწავლების დამკვიდრების ხელშეწყობას, აპარატის პროფესიული განვითარების ისეთი გეგმის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი და სამომავლო მოთხოვნების შესაბამისი იქნება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ: www.thewestminsterconsortium.org
|







