ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებულ დემოკრატიაში (UNDP)


გაეროს განვითარების პროგრამა

ქვეყანა: საქართველო

პროექტის დოკუმენტი

 

პროექტის სახელწოდება:

ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებული დემოკრატიის პირობებში

გაეროს პროგრამა განვითარების ხელშეწყობისთვის
შედეგ(ებ) :                                                                                                                                                                                                 

გაეროს პროგრამა განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგი N2: მმართველობის სტრუქტურების ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულებიანობის გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, გადაწყვეტილებების მიღების ყოვლისმომცველი და მონაწილეობითი პროცესის მისაღწევად

მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგ(ებ):

2.2 პარლამენტისა და მისი ქვემდებარე სტრუქტურების წარმომადგენლობითი, კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის ფუნქციებისა და ქმედუნარიანობის გაძლიერება

მოსალოდნელი მოკლევადიანი   შედეგ(ებ):                                        

პარლამენტის ფუნქციონირების გაუმჯობესება

აღმასრულებელი ორგანო:

გაეროს განვითარების პროგრამა

განმახორციელებელი ორგანო:

საქართველოს პარლამენტი

 

 

პროექტის მოკლე მონახაზი

 

პროექტი მიზნად ისახავს პარლამენტის გაძლიერებას კონსტიტუციით მინიჭებული ოთხი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორიცაა: კანონშემოქმედებითობა, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და წარმომადგენლობითობა. პროექტი კონცენტრირებული იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელიც პარლამენტის ერთ ან რამდენიმე ფუნქციას მოიცავს, კერძოდ: პარლამენტის როლის გაძლიერება საბიუჯეტო პროცესებში; ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში პარლამენტის მუშაობის ხელშეწყობა, და კომიტეტებისა და ფრაქციების ტექნიკური ხელშეწყობა.

საბიუჯეტო პროცესების კომპონენტი ხელს შეუწყობს პარლამენტის საბიუჯეტო ციკლის განხორიცელებას, რომელშიც პარლამენტი უზრუვენლყოფს საზოგადოების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაში, განავრცობს ბიუჯეტის დოკუმენტის ანალიტიკურ ნაწილს, და კონტროლის პალატასთან ერთად, უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბიუჯეტის განხორციელებაზე.

პარლამენტის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში მოიცავს საზოგადოებრივი დიალოგის მასშტაბების გაზრდას, და პოლიტიკური და კანონშემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი გულისხმობს პარლამენტის კომიტეტების თანამშრომელთა ხელშეწყობას სწავლებისა და საჭიროებისამებრ, რეორგანიზების განხორციელების თვალსაზრისით. პროექტის სტრუქტურა ემყარება პარტნიორობას საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების, სუამის ქვეყნების, საქართველოს მსგავსი ისტორიის მქონე და ამჟამად ევროგაერთიანების წევრები ქვეყნებისა და მდიდარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების პარლამენტებთან. აღნიშნული პარტნიორული ურთიერთობები საშუალებას მისცემს პარალმენტსა და მის თანამშრომლებს ისარგებლონ არსებული გამოცდილებით, რაც მათი პროფესიული დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

I. სიტუაციის ანალიზი

საქართველოს კონსტიტუცია გადამწყვეტ როლს ანიჭებს საქართველოს პარლამენტს, როგორც უზენაეს საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ძირითად მიმართულებებს, ახოციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და წარმოადგენს მოსახლეობას (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 48). პარლამენტი ასევე უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტი და ზედამხედველობა გაუწიოს მის განხორციელებას (მუხლი 93). საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია საქართველოს სამთავრობო სისტემის გამართული მუშაობა, რომელიც ემყარება ძალთა თანაფარდობას წამყვან სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.

პარლამენტი საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდგომ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ჩამოყალიბდა, თუმცა 1991 წლიდან მოყოლებული ქვეყანას პოლიტიკური არასტაბილურობის რამდენიმე ტალღამ გადაუარა. 2003 წლის ვარდების რევოლუციამ დასაბამი მისცა დემოკრატიული გარდაქმნების ახალ ეტაპს. 2004 წლის დემოკრატიული საპარალმენტო არჩევნებით დაიწყო პარლამენტის განვითარების ინტენსიური პროცესიც. 2006-2010 წლის გაეროს ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით (CPAP), საქართველოს ეკნომიკური, სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნის შთამბეჭდავი პროცესის გაგრძელება დამოკიდებული იქნება მიმდინარე რეფორმებსა და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერებაზე, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობას, მოქალაქეთა ინტერსების წარმოჩენის მაშტაბების გაზრდას, და მთავრობის მუშაობის ეფექტიან ზედამხედველობას.

გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობა საქართველოს პარლამენტთან 2004 წელს დაიწყო კომპლექსური პროგრამის განხორციელებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა 2008 წლამდე ოთხი ძირითადი მიმართულებით: კანონშემოქმედებითი პროცესის ეფექატიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, პარლამენტის პერსონალის ხელშეწყობა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დაილოგის განვითარება. აღნიშნული პროექტით – “საქართველოს პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა”- შეიქმნა სოლდიური ბაზა ახალი პროგრამის განხორციელებისათვის, რომელსაც უფრო მიზნობრივი ხასიათი ექნება პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციების ხელშეწყობისთვის თვალსაზრისით.

პარლამენტის მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2004 წლიდან. რაციონალური ორგანიზაციული სტრუქტურა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომლის განვითარებასაც გაეროს განვითარების პროექტმაც შეუწყო ხელი, განაპირობებს საკანონმდებლო ინიციატივების დროულად და ეფექტიანად შემუშავებას. პარლამენტი მხარს უჭერს ახალ მთავრობას რეფორმათა ფართო სპექტრის განხორციელებაში, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი გზით წარმართვას ისახავს მიზნად. მნიშვნელოვნად გაძლიერდა პარლამენტის ქმედუნარიანობა საზოგადოებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, გაუმჯობესდა მოქალაქეების პრობლემებზე რეაგირება, და საზოგადოებრივი დიალოგის წარმოება, რასაც ხელი შეუწყო გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჩამოყალიბებულმა ახალმა მედია ცენტრმა. მიუხედავად ამისა, პარლამენტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა მეტ ხელშეწყობას საჭიროებს, რადგან საზოგადოების ყველა სეგმენტი ჯერ არ არის სრულად დარწმუნებული იმაში, რომ სოციალური პრორიტეტების შესახებ დებატები უნდა შედგეს დემოკრატიული ფორუმების ფარგლებში, რომელთა უმაღლეს გამოხატულებას პარლამენტი წარმოადგენს. პარლამენტს ეკისრება პასუხისმგებლობა პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მხრივ. 2006-2010 წლების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ “მთავრობის ზედამხედველობა და საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში იზრდება, თუმცა საჭიროებს ხელშეწყობას” (CPAP: 2.6)

საქართველოს მიზანია სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევა დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირების ინსტიტუციონალიზების გზით. პარლამენტის საერთაშორისო სტრატეგიაც აღნიშნულ მიდგომას მისდევს. იგი წარმოადგენს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრს, და უკვე აქვს დამყარებული კავშირები ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპული პარლამენტი და ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების პარლამენტები. პარლამენტის ხელმძღვანელობა მისი უფლებამოსილების ვადებში აღნიშნულ პარტნიორობათა განმტკიცებას ისახავს მიზნად.

II.  სტრატეგია

საქართველოში სტაბილური  დემოკრატიული სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია პარლამენტის შემდგომი ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტმა პროფესიული ადმინისტრირების მყარი საფუძველი შექმნა, რაც იძლევა დახმარების შემდეგომი ფაზის განხორციელების საშუალებას. ახალ პროექტში აქცენტი გადატანილი იქნება პარლამენტის გაძლიერებაზე, პარლამენტის წევრებსა და ადმინისტრაციისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოებრივი დიალოგის თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებით, ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, და პარლამენტის მიერ უფრო ეფექტიანი ზედამხედველობის განხორცილების უზრუნველყოფით. 

პროექტის შინაარსი გამომდინარეობის პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებებიდან, რომელიც მოიცავს, ეროვნული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, კანონშემოქმედებას, ზედამხედველობის განხორციელებასა და წარმომადგენლობითობას. გამართული საკანონმდებლო ინსტიტუტების შემთხვევაში, პარლამენტის მიერ მისი ყველა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება ხდება კომპლექსურად, და არა ერთმანეთისგან განყენებულად.

ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის ყველაზე ეფექტიანი მიდგომა მდგომარეობს პარლამენტის მიმდინარე საქმიანობის ხეშეწყობაში. ამ მხრივ, პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პარლამენტის როლის გაძლიერებას ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვისა (MTEF) და წლიური საბიუჯეტო ციკლის პროცესებში, ეროვნული პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, და პარლამენტის ტექნიკური პოტენციალის ზრდას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: რეკომენდაციებს შემუშავება პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და სამართლებრივი ანალიზი.

ძირითადი საპარლამენტო უფლებამოსილებები, რომელთა გაძლიერებაც მოხდება პროექტის საშუალებით შემდეგში მდგომარეობს:

1. წარმომადგენლობითობა: მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა საკანონმდებლო და ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, საბიუჯეტო პროცესებსა და მთლიანი საბიუჯეტო ციკლის განმავლობაში, ასევე, ადგილობრივი  თვით-მმართველობის სფეროში.

2. კანონშემოქმედებითობა: პარლამენტარებისა და პარლამენტის თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლება პოლიტიკის შემუშავების, და ექსპერტული და სამართლებრივი ანალიზის სფეროში, ადგილობრივ თვითმმართველობაზე განსაკუთრებული აქცენტით.

3. ზედამხედველობა: ეფექტიანი სამთავრობო ზედამხედველობის, მათ შორის,  მთავრობას, ოპოზიციასა და საზოგადოების ფართო ფენების შორის კონსტრუქციული დიალოგის განმტკიცების, და პარლამენტსა და კონტროლის პალატას შორის უფრო ინტეგრირებული უფრთიერთობების დამყარების მნიშვნელობის აღიარება.

4. ადმინისტრაციული ხელშეწყობა. პარლამენტის თანამშრომელთა შემდგომი პროფესიული ზრდა და ადმინისტრაციული და პოლიტიკური ხელშეწყობის ფუნქციების ნათელი გამიჯვნა.

5. საერთაშორისო პარტნიორობა: (მრავალშრიანი (გამჭოლი) თემა) პარლამენტის კავშირების განმტკიცება აღმოსავლეთ ევროპის, პალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების პარლამენტებთან, პარლამენტის გაძლიერება 1-4 სფეროებში, და საქართველოს პარლამენტსა და სხვა დემოკრატიულ პარლამენტებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა.

როგორც უკვე აღინიშნა (5), პროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის კავშირების განმტკიცებას მსგავსი ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნების პარლამენტებთან, როგორიცაა –ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები; ასევე, ქვეყნებთან, რომელთაც ხანგრძლივი დემოკრატიული მემკვიდრეობა გააჩნიათ (როგორიცაა სკანდინავიის ქვეყნები), რაც განაპირობებს გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარლამენტის შემდგომ გაძლიერებას. შეძლებისდაგვარად, შესაძლებელი იქნება პროექტის კონკრეტული ინტერვენციების განსაზღვრა აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, რადგან არსებული ურთიერთნდობის პირობებში შესაძლებელი იქნება აუცილებელი დახმარების სფეროების დროული განსაზღვრა და მიზანმიმართული საქმიანობის შედეგიანი განხორციელება. 

პროექტის დიზაინი მოდულების/კომპონენტების სქემას ემყარება, ამიტომ შესაძლებელი იქნება კომპონენტების განხორციელება არასრული დაფინანსების პირობებშიც. გაეროს განვითარების პროგრამა პროექტის დაწყებისათვის საჭირო დაფინანსებას გამოყოფს, და შეეცდება დამატებითი რესურსების მოზიდვას დონორ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან პარტნიორობით. პროგრამის დიზაინი ასევე იძლევა დემოკრატიული მმართველობის სფეროში არსებულ სხვა ინიციატივებთან ჰარმონიზების საშუალებას, როგორიცაა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი მმართველობის სფეროში განხორციელებული ინიციატივები და კონტროლის პალატის ხელშეწყობა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, პროექტი 4 კომპონენტისგან შედეგება:

1.       პარლამენტი ეფექტიანად, სისტემატურად და კონსტრუქციულად მონაწილეობს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვისა (MTEF) და წლიური საბიუჯეტო ციკლის პროცესებში, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ დოკუმენტის (BDD) შესაბამისად.

პარლამენტის ხელშეწყობა საბიუჯეტო პროცესებში უფრო მეტად ჩართვის თვალსაზრისით, სტრუქტურულად განაწილდება წლიური საბიუჯეტო ციკლის მიხედვით; დახმარება უზრუნველყოფილი  იქნება ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ დოკუმენტის დამტკიცებასა, და ბიუჯეტის მომზადება/დამტკიცებაში; პროექტის ძალისხმევა მიმართული იქნება პარლამენტში არსებული პოტენციალის გაძლიერებაზე, საბიუჯეტო პროცესებში უფრო მეტი მონაწილეობის მისაღწევად. აღნიშნული მიზნით განხორციელდება შემდეგი ქვე-კომპონენტები:

1.       დახმარება პარლამენტის მონაწილეობის გასაზრდელად ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ დოკუმენტის განხილვის პროცესში.

აღნიშნული ქვეკომპონენტი მოიცავს პარლამენტის ხელშეწყობას დოკუმენტის დეტალური და საფუძვლიანი ანალიზის განხორციელებაში, სამუშაო სემინარების გამართვას შესაბამისი სამთავრობო სუბიექტების მონაწილეობით (ფინანსთა სამინისტრო, დარგობრივი სამინისტროები) და დისკუსიას შემოთავაზებული პრიორიტეტების გარშემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი პრიორიტეტების განხილვას და ადგილობრივი და ეროვნული განვითარების პერსპექტივების ჰარმონიზებას. აღნიშნულს ხელს შეუწყობს ერთობლივი სამუშაო სემინარების გამართვა საკნონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი სტრუქტურების მონაწილეობით.

2.      პარლამენტის პოზიციების განმტკიცება ბიუჯეტის პროექტის განხილვის ეტაპზე.

აღნიშნული მიზნად ისახავს პარლამენტის მონაწილეობის გაზრდას ბიუჯეტის შინაარსობრივი განხილვისა და კორექტირების პროცესში. დახმარება გაეწევა პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, რომ გაუმჯობესდეს ბიუჯეტის პროექტის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და პარლამენტის პოზიციის ჩამოყალიბება ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში. მთავრობასთან დეტალური კონსულტაციების ხელშეწყობა გადამწყვეტი იქნება პარლამენტის მიერ ინფორმირებული/კარგად გააზრებული დასკვნების ჩამოყალიბებაში. უზრუნველყოფილ იქნება მოწინავე საერთაშორისო ექსპერტთა მოზიდვა და არსებული გამოცდილების გაზიარება ბიუჯეტის მომზადების პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერების მიზნით.

3.      პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელთა ხელშეწყობა.

პროექტის დასრულების შემდგომ, ინოვაციებისა და ახალი პრაქტიკის შენარჩუნება- გაგრძელებისათვის გადამწყვეტი მნიშნველობა ენიჭება არსებული რესურსების გაძლიერებას. პროექტის მთლიანი მიმდინარეობის პროცესში შესაბამისი პერსონალი შეიძენს ან განამტკიცებს საგნობრივ ცოდნას და ფუნქციურ დატვირთვას, რომელიც აუცილებელია პარლამენტის გამართული მუშაობისთვის. პროექტის დასაწყისში განხორციელდება სიტუაციის მიზნობრივი შეფასება, პრიორიტეტულ სფეროებში არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით. შესაბამისად, არსებული რესურსების განვითარების პაკეტი მომზადდება პრიორიტეტული საკითხების გარშემო, პროგრამული დაბიუჯეტების, ფისკალური პოლიტიკის, მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის, ა.შ სფეროებში.

4.      მთავრობის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა პროექტის განხორციელებაში.

აღნიშნული ითვალისწინებს მჭიდრო კონსულტაციებს სამთავრობო სტრუქტურებთან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის საშუალებით, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება საზოგადოებრივი/სამოქალაქო საზოგადოების საბიუჯეტო განხილვებში მონაწილეობის პილოტირების შესახებ, და ფინანსთა სამინისტროსთან რეგულარული შეხვედრების ინსტიტუციონალიზებით პროცესის ყველა ეტაპზე.

2.       ფართომასშტაბიანი დიალოგისა და კონსულტაციების გაშლით, პარლამენტი შეიმუშავებს სათანადო პოლიტიკასა და საკანონმდებლო ბაზას დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისათვის

1.       რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ხელშეწყობა დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობის სისტემის სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებისათვის

აღნიშნული ქვე-კომპონენტი ითვალისწინებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის როლის გაზრდას შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში, ყველა ძირითად მონაწილე მხარესთან, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი მმართველობის ხელშეწყობის  პროექტთან, კონსულტაციების გზით სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა რეგიონული ადმინისტრაციების როლი რეგიონულ განვითარებაში და ა.შ.

2.      კომიტეტის დახმარება დეცენტრალიზაციის სხვადასხვა მოდელების შესახებ მოქალაქეებთან დიალოგის პილოტირებაში

აღნიშნული ქვე-კომპონენტი ითვალისწინებს დეცენტრალიზაციის იდეის პოპულარიზებას ქვეყანაში, რომელიც მრავალი სახით შეიძლება იყოს წარმართული, როგორიცაა: თვითმმართველობის დღეების შემოღება საქართველოში, ევროპული პრაქტიკის მსგავსად. საზოგადოებრივი დიალოგი უზრუნველყოფილი იქნება კომიტეტის ყველა ინიციატივის გარშემო, და შესაბამისი პერსონალი მომზადდება დიალოგისა და პრესასთან კომუნიკაციის პროცესის წარმართვაში.

3.      რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ხელშეწყობა კანონპროექტების/შესწორებების შემუშავებაში თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით

აღნიშნული ქვე-კომპონენტი ითვალისწინებს კომიტეტის დახმარებას შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდგომ, რომელსაც მე-2 ქვე-კომპონენტი ითვალისწინებს. მუშაობა წარიმართება ყველა მონაწილე მხარესთან, განსაკუთრებით, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი მმართველობის ხელშემწყობ პროექტთან და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციასთან (NALA) მჭიდრო კონსულტაციით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სექტორულ კანონმდებლობასა და ადგილობრივ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ (როგორიცაა კანონმდებლობა ადგილობრივი ბიუჯეტებისა და ადგილობრივი აუდიტის შესახებ) კანონმდებლობაში შესწორებების შეტანას.

4.      კომიტეტის პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა საკუთარი მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისთვის.

აღნიშნული ქვე-კომპონენტი მიმართულია კომიტეტის პერსონალზე და მიზად ისახავს კომიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებას. მომზადდება თანამშრომელთა განვითარების ხელშეწყობის საგანგებო პაკეტი თითოეული თანამშრომლისთვის, მათი ინდივიდუალური ფუნქციებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად. უზრუნველყოფილ იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით. 

3.       პარლამენტი სათანადოდ არის აღჭურვილი კონსტიტუციული პოლიტიკის შემმუშავებლისა და კანონშემქომედებითი როლის ეფექტიანად განხორციელებისათვის

1.       პარლამენტის ხელშეწყობა მიმდინარე რეორგანიზების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადმინისტრაციული სისტემების შესაბამისობა ინსტიტუციონალურ საჭიროებებთან.

ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობის კომლექსური რეორგანიზების პროცესი, რომლის ხელშეწყობაც უზრუნველყოფილ იქნება პროექტის დაწყების პირველივე ფაზაში. საჭიროა დახმარების გაწევა აღნიშნული პროცესის რამდენიმე ფაზაში, როგორიცაა: რეორგანიზება, ატესტაცია, კონკურსი და თანამშრომლეთა პროფესიული დონის ამაღლება. რეფორმის სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, პროექტის დახმარების ზუსტი მასშტაბების განსაზღვრა შესაძლებელი გახდება შესაბამისი მხარეების მიერ პროექტის დოკუმენტის ხელმოწერის დროისთვის. რეორგანიზების სხვა კომპონენტების ხელშეწყობა კომპლექსურად განხორციელდება პროცესის დაწყებიდან მის დასრულებამდე. მობილიზებულ იქნება კომპეტენტურ ექსპერტთა დახმარება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, პარლამენტის ადმინისტრაციის დასახმარებლად, რათა პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება ეფექტიანად. საერთაშორისო მხარეების აღნიშნულ პროცესში ჩართვა მეტ ღირებულებას შესძენს მათ სხვადასხვა მონაწილე მხარეების თვალში.

2.      პარლამენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარებისათვის ღონისძიებათა კომპლექსური პაკეტის განხორციელების ხელშეწყობა.

რეორგანიზების პროცესის დასრულებისას, პარლამენტის თანამშრომელთა ფუნქციები და კვალიფიკაცია დოკუმენტირებული იქნება, და მის საფუძველზე შესაძლებელი გახდება საჭიროებების შეფასება და საგანგებო დახმარების პაკეტის შემუშავება. პრიორტეტების სიაში პირველ ადგილზე იქნება სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებისა და პოლიტიკის ანალიზის განხორციელებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარება. გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჩამოყალიბებული სასწავლო ცენტრი გამოყენებულ იქნება პერსონალის განვითარების ხელშემწყობი საქმიანობის განსახორციელებლად. თუმცა, პროცესი არ შემოიფარგლება საკლასო სწავლებით. ასევე უზრუნველყოფილ იქნება სწავლების პროცესი სამუშაოდან მოწყვეტის გარეშე, შესაბამის პარალელურ სტრუქტურებთან კავშირების დამყარება, თანამშრომელთა გაცვლა, სასწავლო ვიზიტები და ა.შ.

4.       საერთაშორისო პარტნიორობები დამყარდება ბალტიისპირეთის, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტებთან, საპარლამენტო განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით (მრავალშრიანი (გამჭოლი) თემა)

1.       სტრატეგიული პარტნიორობის გეგმის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა ბალტიისპირეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპის, სუამისა და ევროგაერთიანების წევრი სხვა საქართველოს მსგავსი ისტორიის მქონე ქვეყნების პარლამენტებთან;

პროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტს გააღრმავოს ურთიერთობა ბალტიისპირეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპისა და სუამის ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის სფეროების გამოვლენის მიზნით. უზრუნველყოფილი იქნება ხელშეწყობა სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ჩატარებაში საქართველოში, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთობას შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებხ შორის. შემუშავებულ იქნება მიზნობრივი გეგმა, საკანონმდებლო გაცვლებისთვისა და საქართველოს პარლამენტისთვის ბალტიისპირეთის, სკანდინავიის და აღმოსავლეთ ევროპის საკანონმდებლო ექსპერტთა დახმარების მოზიდვისთვის, იმ სფეროებში,რომელიც პროექტის ფარგლებში პრიორიტეტულად იქნება დასახული.

III.  შედეგები და რესურსები

საბოლოო შედეგი ეროვნული პროგრამის სამოქმედო გეგმის შედეგებისა და რესურსების მაჩვენებლების მიხედვით:

2.2 პარლამენტისა და მისი ქვემდებარე სტრუქტურების წარმომადგენლობითი, კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობითი ფუნქციების გაძლიერება

საბოლოო შედეგის ინდიკატორები ეროვნული პროგრამის  სამოქმედო გეგმის შედეგებისა და რესურსების მაჩვენებლების მიხედვით, საწყისი სიტუაციისა და მიზნების ჩათვლით:

ინდიკატორი: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო შეფასება საკანონმდებლო შტოს შესაძლებლობების შესახებ, ეფექტიანად წარმოადგნოს ამომრჩევლები და განახორციელოს საჯარო ინსტიტუტების ზედამხედველობა.

საწყისი მდგომარეობა: ამჟამად, საკანონმდებლო შტოს არ შეუძლია ეფექტიანად ითანამშრომლოს, ხელი შეუწყოს და დააბალანსოს აღმასრულებელი ხელისუფლება. საჭიროა მისი გაძლიერება ინდივიდუალური პირების მიერ სუბიექტური გადაწყვეტილებების მინიმუმამდე დასაყვანად, რომლებიც არ წარმოადგენენ კონსულტაციური და ინკლუზიური პროცესის შედეგს.

მიზანი: საკანონმდებლო შტო უფრო მეტად შეძლებს მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად, ტრანსპარენტულად და ეფექტიანად წარმოადგინოს ამომრჩეველი ქვეყნის მასშტაბით, და განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ინსტიტუტების კონტროლი/მონიტორინგი/ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა და ფისკალური კუთხით.

 (2008-2011 წლების) სტრატეგიული გეგმის შესაბამისი სფეროდემოკრატიული მმართველობა/ანგარიშვალდებულებიანი მმართველობის ინსტიტუტების გაძლიერება/ კანონმდებელო ორგანოების, რეგიონული არჩევითი ორგანოებისა და ადგილობრივი საბჭოების ხელშეწყობა

პარტნიორობის სტრატეგიაპარტნიორობა საქართველოს პარლამენტთან და მიზნობრივი თანამშრომლობა ევროპის ქვეყნების პარლამენტებთან

პროექტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (ATLAS AWARD ID):: ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებული დემოკრატიის პირობებში

მოსალოდნელი შედეგები

წლიური მიზნები

ინდიკატური ქვე-კომპონენტები

პასუხისმგებელი მხარე

 

რესურსები

მოსალოდნელი შედეგები

პარლამენტის ფუნქციონირების გაუმჯობესება

კომპონენტი 1

პარლამენტი ეფექტიანად, სისტემატურად და კონსტრუქციულად მონაწილეობს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვისა (MTEF) და წლიური საბიუჯეტო ციკლის პროცესებში, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ დოკუმენტის (BDD) შესაბამისად.

საწყისი მდგომარეობა: პარლამენტი ამჟამად ძირითადად ჩართულია ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში და მცირე როლს თამაშობს საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოებრივი მონაწილეობის მიმართვის თვალსაზრისით, და კონტროლის პალატის ანგარიშების ანალიზის პროცესში.

ინდიკატორები:

პარლამენტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ამტკიცებს და ახორციელებს, ხარჯების საშუალოვადიან დაგეგმვისა და წლიური ბიუჯეტის შემუშავების პროცესის სისტემას, და ეფექტიანად აწარმოებს ბიუჯეტის პროექტის ანალიზსა და განხილვას.

მიზნები (წელი I)

-პარლამენტის წევრები იცნობენ და მხარს უჭერენ ბიუჯეტის შემუშავების ინკლუზიურ მეთოდებს

- პარლამენტის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სწავლების კურსი საბიუჯეტო კონსულტაციების, ანალიზისა და მონიტორინგის მეთოდების შესახებ

- მთავრობასთან განხილულია საბიუჯეტო პროცესში პარლამენტის გზით საზოგადოებრივი მონაწილეობის უზრუნველყოფის  მოდელები

მიზნები (წელი II)

- პარლამენტი ოფიციალურად აყალიბებს საკონსულტაციო პროცესს, რომელშიც ჩართულია ყველა მონაწილე მხარე  საბიუჯეტო ციკლის ყველა ეტაპზე

- პარლამენტის თანამშრომლები იძენენ აუცილებელ ტექნიკურ და ფუნქციონალურ ცოდნას პროცესის დამოუკიდებლად გასაგრძლებლად პროექტის დასრულების შემდგომ

1. პარლამენტის ხელშეწყობა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) განხილვის პროცესში მონაწილეობისთვის;

- პარლამენტის დახმარება დოკუმენტის ანალიზში

- სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილე მხარეთათვის ერთობლივი სამუშაო სემინარების/შეხვედრების/დისკუსიების გამართვა

2. პარლამენტის პოზიციების განმტკიცება ბიუჯეტის პროექტის განხილვის ეტაპზე

- პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა (დაახლოებით 20 პირის) საბიუჯეტო საკითხების შესახებ ცოდნის ამაღლების საჭიროებების განსაზღვრა

- მიზნობრივი სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება მოწინავე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით

- პარლამენტის ხელშეწყობა ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმირებული დასკვნების შემუშავების მიზნით

- პარლამენტის ხელშეწყობა ყველა ჩართული მონაწილე მხარის მონაწილეობით საკონსულტაციო პროცესის ინსტიტუციურად ჩამოყალიბებაში. 

3. პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელთა ხელშეწყობა.

- ხარვეზების გამოვლენა შესაბამისი პერსონალის აუცილებელი ტექნიკური ცოდნის მხრივ და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად

- ხარვეზების გამოვლენა შესაბამისი პერსონალის აუცილებელი ფუნქციური დატვირთვის მხრივ და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება მათ აღმოსაფხვრელად

- აღნიშნულ პროცესებში ცნობილი (“მსხვილკალიბრიანი”) ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების ჩართვა

4. მთავრობის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა პროექტის განხორციელებაში.

- მჭიდრო კონსულტაციების გამართვა სამთავრობო სტრუქტურებთან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის საშუალებით, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება საზოგადოებრივი/სამოქალაქო საზოგადოების საბიუჯეტო განხილვებში მონაწილეობის პილოტირების შესახებ

- ხელშეწყობა სისტემატური დისკუსიების ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებაში საგანგებო საკითხებს წარმოჩენის შემთხვევაში

პარლამენტის წევრები, საფინანსო კომიტეტის და საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები

საერთაშორისო საპარლამენტო ექსპერტი ბიუჯეტის შემუშავების ინკლუზიური პროცესის საკითხებში (საპარალამენტო პარტნიორობის გზით)

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კონტროლის პალატა

საერთაშორისო საპარალამენტო პარტნიორები

ბიუჯეტისა და სამუშაო გეგმის მიხედვით

კომპონენტი 2

ფართომასშტაბიანი დიალოგისა და კონსულტაციების გაშლით, პარლამენტი შეიმუშავებს სათანადო პოლიტიკასა და საკანონმდებლო ბაზას დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისათვის

საწყისი მდგომარეობა: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტმა (თვითმმართველობის კომიტეტმა) უკვე წამოიწყო საზოგადოებრივი დიალოგი დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელის შესახებ. კომიტეტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, პასუხისმგებლია რეგიონული განვითარების, მათ შორის, თვითმმართველობის, საკითხებზე. გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი მმართველობის ხელშეწყობის პროექტის ექსპერტები, ასევე გაუწევენ პარლამენტს კონსულტაციებს პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოაქალაქეებთან დიალოგის წარმართვის კუთხით, და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუშაობის თაობაზე სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნის მიზნით. კომიტეტის მუშაობა, რომელიც ძირითადად კონცენტრირებული იქნება სამართლებრივ ინფრასტრუქტურაზე რეგიონული მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ხელშეწეყობით, შეასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიალოგის საპარალამენტო მოდელის ფუნქციას.

ინდიკატორები: პარლამენტი  რეგულარულად რთავს კანონშემოქმედებით და საზედამხედველო პროცესებში კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართვის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების აზრის მოძიებას და მოქალაქეთა ინფორმირებას პოლიტიკური პროცესების შესახებ, როგორც პირდაპირი გზით, ასევე ისეთი საშუალებებით, როგორიცაა მედია და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

მიზნები (წელი I)

- პარლამენტი გამოდის ადგილბრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზების ინიტივით.

- პარლამენტის წევრებისა და შერჩეული თანამშრომლებისათვის ცნობილია საერთაშორისო საპარლამენტო გამოცილების საუკეთესო პრაქტიკა პოლიტიკურ პროცესებში მოქალქეთა მონაწილეობის შესახებ.

- პარლამენტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი დიალოგის პროცესს თვითმმართველობის ინიციატივებთან მიმართებაში.

მიზნები (წელი II)

- ხორციელდება კომიტეტის გამოცდილების პოპულარიზება პარალმენტში; აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე ვითარდება გადაწყვეტილებების მიღებისა და საკანონმდებლო განვითარების კონსულტაციური მოდელი

1. რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ხელშეწყობა დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობის სისტემის სამართლებ-რივი ბაზის გაუმჯობესებისთვის

- გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი მმართველობის პრო-ექტთან თანამშრომლობით შემუ-შავდეს ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობის სისტემის მოდელები

- კომიტეტის მაკოორდინირებელი ფუნქციის ხელშეწყობა სხვადასხვა მონაწილე მხარეთა პროცესში ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით

2. კომიტეტის დახმარება დეცენტრალიზაციის სხვადასხვა მოდელების შესახებ მოქალაქეებთან დიალოგის პილოტირებაში

- კომიტეტის ხელშეწყობა მოქალაქეებსა და შესაბამის ადგილობრივ და ცენტრალურ სტრუქტურებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების საკითხებზე ორმხრივი დიალოგის ინსტიტუციურად ჩამოყალიბებაში; დიალოგის პროცესში ჩართული იქნებიან პარლამენტის წევრები, კომიტეტის თანამშრომლები და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

- ხელშეწყობა დიალოგის სათანადოდ უზრუნველყოფაში დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე (რომელიც მოცემულია  ზემოთ, პუნქტში 1).

- კომიტეტის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის Dდღეების შემოღებაში საქართველოში

- დახმარება დიალოგის ხელშეწყობაში ჩართული შესაბამისი პერსონალის პროფესიულ განვითა-რებაში

- ხელშეწყობა მიღებული გამოცდილების დოკუმენტირების თვალსაზრისით

3. რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ხელშეწყობა კანონპროექტების/შესწორებების შემუშავებაში თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით

- კომიტეტის ხელშეწყობა შესაბამისი კანონპროექტების/ცვლილებების შემუშავებაში, ადგილობრივი მმართვე-ლობის სფეროში. საზოგადოებრივი კონსულტაციების გამართვის შედეგად, რომელსაც მე-2 ქვე-კომპონენტი ითვალისწინებს, და გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობ-რივი თვითმმართველობის პროექტთან, ევროპის საბჭოსა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით (მაგ. სექტორული კანონმდებლობა, კანონმდებლობა ადგილობრივი ბიუჯე-ტების შესახებ, ადგილობრივი აუდიტის საკითხები და ა.შ.)

4. კომიტეტის პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა საკუთარი მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისთვის.

- კომიტეტისთვის დახმარების გაწევა, თანამშრომლების (10 პირი) პროფესიული ზრდისთვის აუცილებე-ლი  საჭიროებების განსაზღვრა და მიზნობრივი პროგრამების პაკეტის შემუშავება

- ხარვეზების გამოვლენა შესაბამისი პერსონალის აუცილებელი ფუნქციური დატვირთვის მხრივ და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება მათ აღმოსაფხვრელად

- აღნიშნულ პროცესებში ცნობილი (“მსხვილკალიბრიანი”) ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების ჩართვა

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი (თვითმმართველობის კომიტეტი)

თვითმმართველობის კომიტეტის თანამშრომლები

ქვეყნის პარალმენტი, სადაც ინსტიტუციურად განმტკიცებულია სამოქალაქო დიალოგის პროცესი

საერთაშორისო საპარლამენტო ექსპერტი სამოქალაქო დიალოგის პროცესებში

(საპარლამენტო პარტნიორობის გზით)

გაეროს განვითარების პროექტი ადგილობრივი მმართველობის შესახებ

ბიუჯეტისა და სამუშაო გეგმის მიხედვით

კომპონენტი 3

პარლამენტი სათანადოდ არის აღჭურვილი კონსტიტუციული პოლიტიკის შემმუშავებლისა და კანონშემქომედებითი როლის ეფექტიანად განხორციელებისათვის

საწყისი მდგომარეობა: ეროვნული პოლიტიკისა  და კანონების მიმართულებების უმრავლესობა სათავეს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იღებს, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული მოვალეობები პარლამენტთანაც არის გაზიარებული. პარლამენტის მიერ კანონების განხილვა ყოველთვის სკურპულოზური არ არის. პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შესაძლებლობები სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და ანალიზში შეზღუდულია. პარლამენტის შტატების განაწილება შესაძლოა არ ასახავდეს იმ მოდელს,რომელიც საჭიროა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

ინდიკატორები:

კანონების წილი, რომელიც პარალმენტის მიერ არის ინიცირებული გაიზარდა 10%-ით. პარლამენტარებსა და კომიტეტების, ფრაქციებისა და კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებს შეუძლიათ კანონპროექტების შემუშავება და საკანონმდებლო ინიციატივების ანალიზი.  პარლამენტის შტატების დაკომპლექტება ასახავს ინსტიტუციურ მოთხოვნებს. 

მიზნები (წელი I)

- გადაიხედება, და საჭიროებისამებრ, გადახალისდება პარლამენტის შიდა დაკომპლექტების მოდელი, რათა თანამშრომლების განაწილების სქემა პასუხობდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მოთხოვნებს.

- პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს საჭიროებისამებრ ეწევათ დახმარება საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში, კანონშემოქმედებისა და ანალიზის სფეროებში

1.პარლამენტის ხელშეწყობა მიმდინარე რეორგანიზების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადმინისტრა-ციული სისტემების შესაბამისობა ინსტიტუციონალურ საჭიროებებთან.

- პარლამენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობა რეორგანიზების მიმდინარე პროცესში, მათ შორის, ფუნქციურ ანალიზში, საშტატო განაკვეთების რაოდენობის განსა-ზღვრაში, კვალიფიკაციის მხრივ კრიტერიუმების დადგენაში და ა.შ.

- თანამშრომელთა შეფასებისა და ატესტაციის პროცესების შემოღების ხელშეწყობა პარლამენტში

- ხელშეწყობა ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსების გამოცხადებაში, რე-ორგანიზებისა და ატესტაციის პროცსების შემდეგომ

2. პარლამენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარებისათვის ღონისძიებათა კომპლექსური პაკეტის განხორციელების ხელშეწყობა.

- თანამშრომლებისთვის საგანგებო პროფესიული განვითარების პროგრა-მების შემუშავება

- ადგილობრივ ექსპერტთა ჩართვა კანონშემოქმედებით და კვლევით/ანალიტიკურ პროცესში, სასწავლო გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისათვის კომიტეტის, ფრაქციისა და კვლევითი დეპარტა-მენტის თანამშრომლებისათვის, ასევე, ინტეგრირებული ან ცალკე პროგრამის მომზადებაში პარლამენტის წევრე-ბისათვის

- პარტნიორი პარლამენტიდან საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა კანონშემოქმედების სფეროში  სასწავლო პროგრამის განხორცი-ელებაში

- პარტნიორი პარლამენტების იურიდიულ და კვლევით დეპარტამენ-ტებს შორის თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამების განხორცი-ელების შესაძლებლობების გამონახვა

პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი

პარლამენტის კადრების დეპარტამენტი

პროექტის გუნდი ან/და ადგილობრივი ექსპერტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში

ექსპერტი კანონშემოქმედებით საკითხებში (ადგილობრივი ან/და საერთაშორისო)

კომპონენტი 4

საერთაშორისო პარტნიორობები დამყარდება ბალტიისპირეთის, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტებთან, საპარლამენტო განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით (მრავალშრიანი (გამჭოლი) თემა)

მიზნები (წელი 1)

- შემუშავებულია პარალამენტაშორისი თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმა საქართველოს პარლამენტს, ბალტიისპირეთის, სკანდინავიის, სუამის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტებს შორის

- თანამშრომლობაზე მიმართული ინიციატივების განხორციელება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის წლიური გეგმის მიხედვით

1. სტრატეგიული პარტნიორობის გეგმის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა ბალტიის-პირეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპის, სუამისა და ევროგაერთია-ნების წევრი სხვა საქართველოს მსგავსი ისტორიის მქონე ქვეყნების პარლამენტებთან;

1. სტრატეგიული პარტნიორობის გეგმის შემუშავებისა და განვი-თარების ხელშეწყობა ბალტიის-პირეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპის, სუამისა და ევრო-გაერთიანების წევრი სხვა საქართველოს მსგავსი ისტორიის მქონე ქვეყნების პარლამენტებთან;

- ხელშეწყობა კონტაქტების განმტკიცებაში ბალტიისპირეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპისა და სუამის ქვეყნების პარლამენტებთან, თანამშრომლობის სფეროების გამოსავლენად

- სუამის საპარლამენტო ასამბლეის ხელშეწყობა; 2009 წლის ბოლო კვარტლიდან მოყოლებული მის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საქართველო;

სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება საკანონმდებლო სფეროში გამოცდილების გაზიარე-ბისათვის და ბალტიისპირეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ექსპერტთა კონსულტა-ციების უზრუნველსაყოფად საქართვე-ლოს პარლამენტისთვის, ისეთ  სფეროებში, როგორიცაა პარალმენტის როლის განმტკიცება საბიუჯეტო პროცესებში; პარლამენტის მუშაობის ხელშეწყობა ადგილობრივი თვით-მმართველობის სფეროში, და კომიტეტისა და ფრაქციების თანამშრომელთა პროფესიული  პოტენციალის გაძლიერება.

პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი

სკანდინავიური, ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპი, სუამის  წევრი ქვეყნების პარალმენტები

 

 
modules