ბიუროს 2013 წლის 15 მაისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 15 მაისის

სხდომის დღის წესრიგი

                          

 

       საქართველოს  პარლამენტის  2013  წლის  15 - 17  მაისის    პლენარული 

            სხდომების  დღის  წესრიგი

 

                განსახილველი  საკითხები

1.         საქართველოს კანონის პროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/35, 07.02.2013)  I მოსმენა

       (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევებში სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით)

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

(კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარღვევით შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული)

3.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა – ჯარიმა 400 ლარის ოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დადგენილი წესის დარღვევით შესვლისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები)

          ___________________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/63, 22.02.13) III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              (კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „აბრა“, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ევალება მისი ქართულ ენაზე გადმოცემა)

               (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

5.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

           (კანონპროექტის თანახმად დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის)

            ___________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/47, 05.03.2013) III მოსმენა

(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი)

 

             (კანონპროექტით გამარტივებული შესყიდვის გზით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტისა, შესაძლებელია დადგინდეს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტითაც)

             ___________________________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/49, 21.03.2013) II მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

            (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს  განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენება)

           (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

             ___________________________________________________________________________

8.         საქართველოს კანონის პროექტი „ნდობის ჯგუფის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/50, 21.03.2013) II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაციას)

             ___________________________________________________________________________

9.         საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ (07-3/70, 14.03.2013) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

            (წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება და სასჯელისაგან განთავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარის (ეკონომიკური დანაშაული) მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტითვე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება–ლეგალიზების წესი)

10.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

              (კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური თავით გათვალისწინებულ მთელ რიგ დანაშაულებზე ხდება თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება ან გაუქმება, ანდა სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაწესება; ასევე ხდება ცალკეული მუხლების (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, ყალბი რეკლამა, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა და ა.შ.) ამოღება)

11.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ბრალდების მხარე წარადგეს დამაჯერებელ მტკიცებულებას ამის აუცილებლოს შესახებ; ასევე დაუშვებლად არის მიჩნეული გადაჭარბებული გირაოს დაკისრება, რაც ნიშნავს იმას რომ გირაოს ოდენობა არაპროპორციულად მაღალია გამოყენების მიზანთან ან ატარებს სასჯელის ხასიათს)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტით მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, ასევე ამ ვადის გაგრძელების ვადა მცირდება 10 დღემდე, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 დღისა; ასევე, თუკი მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 10 მილიონს, აღნიშნული 20 დღიანი ვადის დამატებით გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 10 დღით, ნაცვლად დღეს მოქმედი 40 დღისა)

13.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტით დგინდება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ პირის ინფორმირების ვადები, ასევე განისაზღვრება გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა და გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძვლები და წესები)

14.       საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანებას გასცემს მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში; გარდა ამისა მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება პრეზიდენტისა და პარლამენტის გარდა ანგარიში წარუდგინოს საგადასახადო ომბუდსმენსა და სახალხო დამცველს)

15.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება ყოველი წლის 25 იანვრამდე საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, ბრძანებების ოდენობისა და ამ ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ, ხოლო სახალხო დამცველი პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში ასევე ასახავს ინფორმაციას ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ)

          ___________________________________________________________________________

16.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/80, 11.04.2013) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი; თანამომხსენებელნი: თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელიასაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის თანახმად, ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოს 3 თვის შემდეგ, ნაცვლად 6 თვისა)

            ___________________________________________________________________________

17.       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/76, 28.03.2013) I მოსმენა

                 (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი)

              (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში უფლება აქვთ პლენარულ სხდომებზე რეგლამენტით განსაზღვრული გამოსვლების დრო დაუთმონ უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანებულ სხვა ფრაქციებს)

           ___________________________________________________________________________  

18.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/82, 16.04.13)       I მოსმენა

               (საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევისათვის, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევისათვის ჯარიმების ოდენობები, ასევე აღნიშნულ სამართალდაღრვევაზე ოქმის შედგენისა და განხილვის კომპეტენცია)

19.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (კანონპროექტის შესაბამისად, ახლებურად რეგულირდება უკანონო თევზჭერისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი)

20.       საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტით ზუსტდება თევზჭერის განმარტება და თევზჭერად ჩაითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების მიზნით, თევზსაჭერი ან თევზსარეწი იარაღით, მოწყობილობით ან/და სხვა ხერხებით განხორციელებული ქმედება)

             ___________________________________________________________________________

21.       საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N 07-3/81, 15.04.13) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძის და მურმან დუმბაძის ინიციატივა;  მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო მაუწყებლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ჩატარებისა და აუდიტორული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტითვე განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი)

22.       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

(კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების წესი)

23.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ საარჩევნო პერიოდში საეთერო დროის გამოყოფის, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების პირობები)

24.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი)

             ___________________________________________________________________________

25.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/85, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სგანამანათლებლო დაწესებულებების გაუქმება ან რეორგანიზაცია დასაშვები ხდება მხოლოდ ამ დაწესებულებათა წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობით. რეგენტთა საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს)

26.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა)

             ___________________________________________________________________________

27.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/86, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძესაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

              (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 0,1%–ით)

           ___________________________________________________________________________