|
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #1
ქ. ქუთაისი 17 იანვარი 2013 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე
სხდომის მდივანი: თამარ ჯაფარიძე
სხდომას ესწრებოდნენ:
|
კომიტეტის წევრები:
|
პ. კვიჟინაძე, გ. გაჩეჩილაძე, ვ. ლემონჯავა, თ. მაისურაძე, ს. ხაბულიანი (ადგილმონაცვლე), გ. ჟორჟოლიანი, გ. სამხარაული, თ. ყაჭეიშვილი, მ. წერეთელი, ზ. ჯაფარიძე;
|
|
აპარატის მუშაკები:
მოწვეულნი:
|
რ. ყანჩაველი, ლ. სახოკია, თ. შაბაშვილი, ი. გაბისონია, მ. მეტრეველი, გ. სირაძე, თ. ტეფნაძე, ვ. ქარუმიძე, ი. ჩხენკელი;
თინათინ ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი
|
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
/მომხ. თინათინ ხიდაშელი/
|
მოისმინეს:
|
მოხსენება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ
აღინიშნა რომ, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით ქ.თბილისის ტერიტორიაზე დაწესებულია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი. მოქმედი რეგულაციით ქ. თბილისის ტერიტორიაზე, საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწვეტილებით, მოქმედებს დაგვა-დასუფთავების საფასური.პროექტით, ასევე, დადგენილია მოსაკრებლის ზედა ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე (441 მუხლი, 41 ქვეპუნქტი). მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით თბილისის მოსახლეობისათვის დაგვა-დასუფთავების საფასური მიბმულია მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობასთან, (1 კვტ.სთ-ში 0,05 ლარი, ხოლო პირველი ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით 0,025 ლარი), იურიდიული პირებისათვის აღნიშნული საფასური დიფერენცირებულია და ძირითადად იანგარიშება საერთო ფართის გათვალისწინებით. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეზღუდებათ დამატებით სხვა ტარიფის, გადასახდელის ან მომსახურების საფასურის შემოღება (მე-3 მუხლი 41 პუნქტი). ანუ აღნიშნული სფეროს რეგულირებისათვის დასაშვები იქნება მხოლოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის დაწესება.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჯაფარიძემ, ლემონჯავამ, ჟორჟოლიანმა, გაჩეჩილაძემ, მაისურაძემ, ტყემალაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ).
|
სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე
სხდომის მდივანი: თამარ ჯაფარიძე
დანართი
საქართველოს პარლამენტის
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“
და
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2013 წლის 17 იანვრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტების მიმართ კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები და წინადადებები:
- 1.წარმოდგენილი კანონპროექტით „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონის 441 მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მოსაკრებლის ზღვრული განაკვეთს. უნდა აღინიშნოს, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონის მე-121 მუხლის მე-4 პუნქტი იდენტური შინაარსისაა. ვინაიდან, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონი წარმოდგენს სპეციალურ კანონს მოსაკრებლების შესახებ, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონშიც აღნიშნულის დაფიქისირება არ არის მიზანშეწონილი;
- 2.„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით დამატებული მე-4 პუნქტის თანახმად (პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) “მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის - 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე”. საჭიროებს დაზუსტებას თუ როგორ მოხდება ინდივიდუალური მეწარმეებისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა.
- 3.წარმოდგენილი კანონპროექტების სათაურები საჭიროებს დახვეწას;
- 4.„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის თანახმად ნორმატიული აქტის მუხლები, გარდა კოდექსისა, იყოფა პუნქტებად. შესაბამისად, კანონპროექტების პირველ მუხლებში ნაწილების მითითების ნაცვლად უნდა მიეთითოს პუნქტები;
- 5.კანონპროექტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც არ არის მიზანშეწონილი. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს უნდა მიეცეს გონივრული ვადა თავისი გადაწვეტილებების მიღებულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული სასურველია აისახოს გარდამავალ დებულებებშიც.
კომიტეტმა, წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
ზურაბ ტყემალაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|