სხდომის ოქმი #2

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის

ოქმი #2

 

.ქუთაისი  7 თებერვალი 2013 წ.

 

სხდომის თავმჯდომარე:          ზურაბ ტყემალაძე

სხდომის მდივაი:                     თამარ ჯაფარიძე

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

 პ. კვიჟინაძე,  გ. კარბელაშვილი,  გ. გაჩეჩილაძე,  თ.  მაისურაძე,    გ. მელაძე, კ. ოქრიაშვილი, გ. ჟორჟოლიანი, გ. სამხარაული, თ. ყაჭეიშვილი,  მ. წერეთელი, ზ. ჯაფარიძე;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

მოწვეულნი:

რ. ყანჩაველი, ლ. სახოკია, თ. შაბაშვილი, ი. გაბისონია, მ. მეტრეველი,   გ. სირაძე, თ. ტეფნაძე,  ვ. ქარუმიძე, ი. ჩხენკელი;

 

დავით ონოფრიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა ამირეჯიბი - გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის  დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითკანონპროექტები სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. დავით ონოფრიშვილი/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. დავით ონოფრიშვილი/

 

  1. 3.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

   /მომხ. დავით ებრალიძე/

 

  1. 4.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

 /მომხ. დავით ებრალიძე/

 

  1. 5.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. დავით ლომიძე/

 

  1. 1.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება    „სახელმწიფო ქონების  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის  დავით ონოფრიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   კანონპროექტების (დანართი 1) შესახებ. 

     აზრი გამოთქვეს:

ჯაფარიძემ, ჟორჟოლიანმა,  მელაძემ, გაჩეჩილაძემ, კვიჟინაძემ,  ტყემალაძემ; 

     გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

     მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განაპირობებულია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი უფლებამოსილების დაზუსტების საჭიროება.

 კანონპროექტის მიზანია პირის საფინანსო სექტორის წარმომადგენლად რეგისტრაციისას ან ლიცენზირებისას საფრთხე არ შეექმნას საფინანსო სექტორის სტაბილურობას და თავიდან იქნას აცილებული საერთაშორისო ორგანიზაციების სავალდებულო გადაწყვეტილებებით ან/და რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა და შეუსრულებლობა. 

სხვადასხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულია პირდაპირი საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში აქვს ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება პირს უარი განუცხადოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლად რეგისტრაციაზე ან ლიცენზირებაზე. წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლითაც 48–ე მუხლს ემატება ახალი რედაქციის 31 პუნქტი, განისაზღვრა დამატებითი პირობები, რომელიც ეროვნულ ბანკს აგრეთვე აძლევს შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეგისტრაციაზე ან მასზე ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ეს საფუძვლებია თუ: 

ა)პირის რეგისტრაციამ ან მასზე ლიცენზიის გაცემამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველს საფინანსო სექტორის სტაბილურობას; 

ბ)პირის რეგისტრაციამ ან მასზე ლიცენზიის გაცემამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციების სავალდებულო გადაწყვეტილებებით ან/და რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა; 

გ) პირის რეგისტრაციამ ან მასზე ლიცენზიის გაცემამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა; 

დ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა არ წარმოადგინა სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალური მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო თანხების წარმომავლობის შესახებ. 

     აზრი გამოთქვეს:

ჯაფარიძემ, სამხარაულმა, კარბელაშვილმა, ოქრიაშვილმა, წერეთელმა, ტყემალაძემ; 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება  (დანართი 3) 

     მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ. 

აღინიშნა, რომ 30 მუხლიან“ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.  

ამგვარ შეთანხმებების ტექსტები ძირითადად ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ანუ წყარო სახელმწიფოში ან რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. 

შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. 

ასევე შეთანხმების მუხლებთან ორმაგი ინტეპრეტაციის წარმოშობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს  საშუალება ეძლევა მიმართოს  კომპეტენტურ უწყებებს, რათა  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ წარმოქმნილი პრობლემები. 

    აზრი გამოთქვეს:

მაისურაძემ, კარბელაშვილმა, ტყემალაძემ;  

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4) 

        მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ. 

აღინიშნა, რომ შეთანხმების რატიფიკაცია ხელ შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.   

იგი განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ანუ წყარო სახელმწიფოში ან რეზიდენტობის ქვეყანაში. 

შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. 

აზრი გამოთქვეს:

წერეთელმა, ტყემალაძემ; 

       გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5). 

მოისმინეს:

მოხსენება  „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ 

აღინიშნა რომ, კანონპროქტის მიზანს წარმოადგენს  ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ამ პირთათვის და სამოქალაქო ავიაციის მომსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება. 

შემოთავაზებული  ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში აღარ მიიღება პირის ხელფასი და გაანგარიშება ხორციელდებასახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების, პირის ასაკის (65 წელს ზემოთ ან 65 წლამდე) და შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით. 

კომპენსაციის ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი წესით: 65 წელს ზემოთ დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების პირებისათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საშუალო სპეციალური წოდების პირებისათვის-5-ზე, უფროს სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის-10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის-15-ზე. კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოაღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80%-. 

იგივე პრინციპით მოხდება კომპენსაციის გადაანგარიშება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის აღნიშნულ ორგანოში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობით - ხომალდის მეთაურისათვის; საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობით - მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობით - ბორტგამცილებლის, ბორტრადისტის, ბორტაეროლოგისა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს 

გარდა ზემოაღნიშნული კატეგორიებისა, კომპენსაციის გადაანგარიშება მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის, აგრეთვე ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღები ოჯახებისათვის. 

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი - დაახლოებით 19 მლნ ლარი  გათვალისწინებულია 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. 

აზრი გამოთქვეს:

ჯაფარიძემ, ოქრიაშვილმა,  სამხარაულმა, გაჩეჩილაძემ, კვიჟინაძემ, ტყემალაძემ; 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6)

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                   ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:                                            თამარ ჯაფარიძე 

 

 

 

დანართი 1

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

                მუხლი 1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. კანონის 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება

1. მესამე პირის მომსახურება ანაზღაურდება საპრივატიზებო საფასურიდან ქონების მმართველსა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ არანაკლებ იმ თანხისა, რაც მესამე პირის მიერ დოკუმენტურად დასტურდება სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინიცირებისა და ამ ობიექტის საპრივატიზებოდ მოსამზადებლად გაწეული შესაბამისი ხარჯებით.

2. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინიცირების შემდეგ, მესამე პირის მომსახურებ ანაზღაურდება სახელმწიფო ქონების განკარგვაზე (ქონების გადაცემასა თუ არ გადაცემაზე, გაყიდვასა თუ არ გაყიდვაზე) შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში.“. 

2. კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისას ინტერნეტის არარსებობის ან მისი ხარვეზებით მუშაობის დროს, პრივატიზების ობიექტით დაინტერესებული პირის ფიქსირებული ან მობილური სატელეფონო ქსელებით იდენტიფიცირებისთვის, სამინისტრომ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების განკარგვისთვის ჩასატარებელი ელექტრონული აუქციონის არსებული წესების დაზუსტება.

 

მუხლი 2.  კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                         მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის  ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

კანონპროექტზე

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2013 წლის 7 თებერვლის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი   „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

                                 კომიტეტის თავმჯდომარე                              

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:               საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

კანონპროექტზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2013 წლის 7 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

  კომიტეტის თავმჯდომარე       

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

შეთანხმებაზე

„საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2013 წლის 7  თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“  და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

  

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე      

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

შეთანხმებაზე

„საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2013 წლის 7  თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას  შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“  და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

  

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე      

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტს

 

ასლი :     საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2013 წლის 7 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე