ბიუროს 2013 წლის 28 მაისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 28 მაისის

სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს     პარლამენტის     2013    წლის   28 - 31    მაისის   პლენარული  სხდომების  დღის  წესრიგი

 

 

             კენჭსაყრელი  საკითხები

 

1.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/48, 11.03.2013) II მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე  ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

 

             (კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული  საკითხები; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

              ______________________________________________________________

 

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/49, 21.03.2013) II მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

            (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს  განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენება)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

             ______________________________________________________________

 

            განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/63, 22.02.13) III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              (კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „აბრა“, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ევალება მისი ქართულ ენაზე გადმოცემა)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

           (კანონპროექტის თანახმად დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის)

            ______________________________________________________________

3.            საქართველოს კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/22, 29.11.2012) II მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: -  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის შესაბამისად, იმიჯნება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები. ახლებურად ყალიბდება მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესების საკითხები)

4.            საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა          

                (კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი ხდება გააპროტესტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, ასევე შესაძლებელი ხდება პროკურორის პროტესტით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მიერ, გაუქმდეს ან შეიცვალოს როგორც რაიონული (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე)

5.            საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა 

                (კანონპროექტით უქმდება გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გაუქმებასთან მიმართებით)

6.            საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა 

                (კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები ხდება საჯარო (მოქმედი რედაქციით - საჯაროა მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი)

7.            საქართველოს კანონის პროექტი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  II მოსმენა             

                (წარმოდგენილი კანონპროექტით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის შესრულებაზე, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ზედამხედველობას, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები)

8.            საქართველოს კანონის პროექტი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

                 (კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველბას  იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები)

9.            საქართველოს კანონის პროექტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  II მოსმენა             

                (კანონპროექტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად)

10.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა              

                (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად)

11.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა              

                (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა)

12.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილებების შეტანის შესახებ“ II მოსმენა 

                 (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობისა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავების, დაპატიმრებისა ან ჩხრეკის შესახებ მოთხოვნაზე წარდგინებას განახორციელებს მთავარი პროკურორი, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა)

13.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა       

                (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში მისი დაკავების ან დაპატიმრებული სახალხო დამცველის განთავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვას განახორციელებს მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად)

14.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა 

                (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა)

15.         საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“    II მოსმენა      

                (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სასამართლო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. კანონპროექტით ხდება ასევე გადავადებულ ექსტრადიციის და დროებით გადაცემის, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებისა და მისი გასაჩივრების, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის წესების ახლებური რეგულირება)

16.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა             

                (კანონპროექტით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისათვის დაწესებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ გავრცელდება მხოლოდ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე (მოქმედი ნორმით, აღნიშნული მოთხოვნა ასევე არ ვრცელდება იუსტიციის მინისტრზე).

             ______________________________________________________________

17.       საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N 07-3/81, 15.04.13) II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძის და მურმან დუმბაძის ინიციატივა;  მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო მაუწყებლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ჩატარებისა და აუდიტორული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტითვე განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი)

18.       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

(კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების წესი)

19.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

(წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ საარჩევნო პერიოდში საეთერო დროის გამოყოფის, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების პირობები)

20.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი)

 

21.         საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატიული წინადადება საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

         (მომხსენებელი - ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი)

211.       საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატიული წინადადება საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

           (მომხსენებელი - ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი)

             ______________________________________________________________

22.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/80, 11.04.2013) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელიასაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის თანახმად, ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოს 3 თვის შემდეგ, ნაცვლად 6 თვისა)

            ______________________________________________________________

23.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/85, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სგანამანათლებლო დაწესებულებების გაუქმება ან რეორგანიზაცია დასაშვები ხდება მხოლოდ ამ დაწესებულებათა წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობით. რეგენტთა საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს)

24.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა)

             ______________________________________________________________

25.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/86, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძესაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 0,1%–ით)

            ______________________________________________________________

26.       საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (#07-3/84, 18.04.13) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები)

27.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირთა მოგებისა და 2017 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას, ასევე აღნიშნული პირებისათვის ქონების გადასახადის განაკვეთის დაწესებას)

28.       საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნება კოოპერატივს ემატება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი)

29.       საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონპროექტით წესდება გამონაკლისი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები ჩაითვლება გრანტად, ასევე გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს ემატება აღნიშნული კოოპერატივები)

              ______________________________________________________________

30.       „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2013 წლის 19 აპრილი #566-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.

         (მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              ______________________________________________________________

 31.      „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე (2013 წლის 19 აპრილი #568-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.

         (მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              ______________________________________________________________