| სხდომის ოქმი #26 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N26 28 მაისი, 2013წ. 10 სთ. საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N1
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი , ბუკია გიგა, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, მინაშვილი აკაკი - ვაშაზე გიორგი ადგილმონაცვლე, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, და საქართველოს ორგანული კანონის პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით. (ელისო ჩაფიძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) ( დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი)
1. მოისმინეს: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ ელისო ჩაფიძის მოხსენება : წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ,,საქართველოს პარლამენტის რეგლმანეტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/81, 15.04.13) მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, მცირდება სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და ის თხუთმეტის ნაცვლად ცხრა წევრით განისაზღვრება, ასევე იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესიც. წარმოდგენილ კანონპროექტზე კომიტეტის წევრებს შორის გაიმართა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ივანე კიღურაძემ, სერგო რატიანმა, აკაკი მინაშვილმა. ივანე კიღურაძის აზრით 24-ე მუხლი მეურვეობის კანდიდატის შესახებ სასურველია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა სერგო რატიანმა და აკაკი მინაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ საკომიტეტო მოსმენამდე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე არ გაიმართა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას სხდომაზე გამოთქმული შემდეგი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 8 მომხრე , 2 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა და სამინისტროს წარმომადგენელმა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოსაზრებებს არ დაეთანხმნენ არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ სამინისტრო ვერ დაეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ , რომ თითქოს კანონი გარკვეულწილად ზღუდავს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას. დღეს არსებული კანონმდებლობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არსებობს, როგორც კერძო სამართლის ფორმით, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითაც და სიპ-ის მიმართ კონტროლი და შეზღუდვები არ განხორციელებულა. ორივე ფორმის უმაღლესი დაწესებულება ვალდებულია დაემორჩილოს კანონდებლობით დადგენილ შეზღუდვებს. კერძო სამართლის ფორმით არსებული უმაღლესი დაწესებულება ფინანსური საკითხების განკარგვას ათანხმებს რეგენტთა საბჭოსთან. ალექსანდრე ქანთარიამ მოითხოვა განმარტება იმ მიზეზებისა, რის საფუძველზეც, ყოველგვარი განხილვების გარეშე ერთპიროვნულად განხორციელდა წინა ხელისუფლების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლის ფორმებად გადაკეთება. ივანე კიღურაძე არ დაეთანხმა მომხსენებლის, დიმიტრი ძაგნიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლება განეკუთვნება კერძო სფეროს. მან აღნიშნა, რომ კანონი , რომელიც მიიღო პარლამენტმა არ უწესებს შეზღუდვებს უმაღლეს სასწავლებლებს, არამედ აკონტროლებს „ზღუდავს“, მხოლოდ კონტროლის უფლების მქონე ორგანოს მიერ არამართლზომიერ გადაწყვეტილებების განხორციელებას. ასევე აღნიშნა, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ქონების განკარგვის თემა უაღრესად მტკივნეულია და ხელისუფლებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის და შეუძლია იგი განაგოს. ივანე კიღურაძის აზრით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მკაფიო და ლაკონურია. კომიტეტმა გადაწყვიტა: მსჯელობის შედეგად კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის შენიშვნები და 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი გადაწყვიტეს დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია
|






