სხდომის ოქმი #19

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #19

2013 წლის 29 მაისი

 

სხდომ თავმჯდომარე:   გელა სამხარაული    (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)      

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად/

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. 

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  შ. ამირეჯიბი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მ. ბითაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი, გ. ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, ამავე კომიტეტის წევრები და აპარატის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

(მომხსენებელი: შალვა ამირეჯიბი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე).

I          .მოისმინეს:

შ. ამირეჯიბის ინფორმაცია „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ   წარმოდგენილი ცვლილებები გამოწვეული იმ გარემოებით, რომ  2003 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 6127 ჰექტრით, საიდანაც 3575 ჰა წარმოადგენს ტყის ფონდის ფართობს, ხოლო 2552 ჰასაძოვრად გამოყენებად ალპურ მდელოებს. 2003 წლის მონაცემებით ალპური საძოვრები 2009 წლის ჩათვლით გაცემული იყო იჯარით და იჯარის ვადის გასვლამდე  ამ ტერიტორიებზე წარმოებდა ინტენსიური ძოვება. ათეული წლების განმავლობაში აღნიშნულ მდელოებზე უსისტემო ძოვებამ გამოიწვია ეროზირებული ფართობების ზრდა. 2009  წელს, იჯარის ვადის გასვლის შემდგომ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმული იქნა საკითხი ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, კერძოდ ნინიგორის (შუაგორის) მიმდებარედ არსებულ საზაფხულო საძოვრებზესხვა ალტერნატიული საძოვრების არარსებობის გამო მისცემოდათ პირუტყვის ძოვების უფლება. 2007 წელს საკონსულტაციო ფირმა “Acta Consalting”- მიერ ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ  საძოვრების 80%  დაზიანებულია და მათი მდგომარეობა შეფასებულია, როგორცმძიმედაკრიტიკული“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2010 წლის 7 ოქტომბერს  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ჩატარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს ლაგოდეხის ნაკრძალს მიერთებული საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემები. საბჭომ მიიღო რეკომენდაცია: „ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიეცეს რეკომენდაცია, რათა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებისთვის 2003 წელს გადმოცემული 6127 ჰა ფართობიდან, ლაგოდეხის ნაკრძალზე მიერთებული რეგულარულად გამოყენებადი საძოვრების 2538 ჰა ტერიტორიას და პირუტყვის გადასარეკი ბილიკების 8 ჰა ტერიტორიას (სულ 2546 ჰა), შეეცვალოს ნაკრძალის სტატუსი და მიენიჭოს აღკვეთილის სტატუსი“, ვინაიდან ნაკრძალის სტატუსიდან გამომდინარე შეუძლებელია ფართო აღდგენითი მენეჯმენტის განხორციელება.

დაცული ტერიტორიის კატეგორიის შეცვლით შესაძლებელი იქნება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ალპურ საძოვრებზე აქტიური მენეჯმენტის განხორციელება მათი აღდგენის მიზნით.

                                             /კანონპროექტის სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/.

       აზრი გამოთქვეს:

1.    1. გ. სამხარაული: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დაცული ტერიტორიის კატეგორიის შეცვლით შესაძლებელი იქნება საძოვრებზე აქტიური მენეჯმენტის განხორციელება მათი
          აღდგენის მიზნით. მენეჯმენტს რომელი სტრუქტურა განახორციელებს?

2.     2.  შ. ამირეჯიბი: 1.აღნიშნული ტერიტორიები დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვაშია და შესაბამისად, ეს სტრუქტურა განახორციელებს ამ სამუშაოებს.


3 3  3.  გ. გოზალიშვილი: მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს ნაკრძალის 6100 ჰა ფართობიდან, ვითხოვთ მხოლოდ 2500 ჰა ფართობის აღკვეთილის კატეგორიაში გადაყვანას, ეს მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 10 წელია ლაგოდეხის მოსახლეობა იბრძვის, დაიბრუნოს საძოვრები და როგორც ჩანს, ეს პროცესები დასასრულისკენ მიდის. ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს დღეს წარმოდგენილი პროექტისათვის.

ასევე, აზრი გამოთქვეს: თ. მაისურაძემ, ვ. ლემონჯავამ, ვ. ჩიტაშვილმა და სხვებმა.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                        .სამხარაული

 

სხდომის მდივანი:                                                                 . ქიტიაშვილი