| სხდომის ოქმი #21 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #21
2013 წლის 13 ივნისი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) (დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი და მეორე საკითხების განხილვისათვის, სხდომა ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან ერთად, ხოლო მესამე და მეოთხე საკითხების განხილვა გაგრძელდა დამოუკიდებლად).
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე - (ადგილმონაცვლე - პ. ბარათაშვილი), თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი - (ადგილმონაცვლე - პ. კვიჟინაძე), ი. შერვაშიძე - (ადგილმონაცვლე - გ. მისაბიშვილი), რ. ხალვაში - (ადგილმონაცვლე - გ. გაჩეჩილაძე).
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: ლ. ქარდავა, ვ. ჩიტაშვილი, აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.
მოწვეული სტუმრები: დ. გალეგაშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კ. ხუცაიძე, ო. შამუგია - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ზ. ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტო, ზ. ტყემალაძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ე. ბესელია - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ე. ტრიპოლსკი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და ნ. ებანოიძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები და ამავე კომიტეტების აპარატების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღის წესრიგი
(მომხსენებელი: გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე - საქართველოს მოქალაქეები). 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. (მომხსენებელი: კობა დავითაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი).
3. ინფორმაცია - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრების აპარატების ძირითადი მიმართულებების შესახებ 2014-2017 წლებისათვის“. 4. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ – II მოსმენა. (მომხსენებელი: გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
მოისმინეს: /საკანონმდებლო წინადადების - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით - სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: გ. აგულაშვილმა, გ. გელაშვილმა, თ. მაისურაძემ. ვ. ლემონჯავამ და სხვებმა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავს საკითხებზე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა უკვე მიმდინარეობს (საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“), კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო წინადადების ავტორებს ერთობლივი თანამშრომლობა შესთავაზეს. გადაწყვიტეს: კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში დაწყებულია განხილვის პროცედურა საქართველოს პარლამენტის წევრების - ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ამასთან ერთად, ავტორებს მიეცათ წინადადება, ჩაერთონ აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში. II მოისმინეს: კ. დავითაშვილის ინფორმაცია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია არსებული რეგულაციის პირობებში, საქართველოში ხორცის ფასის ზრდით, არაკონკურენტიანი გარემოს არსებობით. პროექტის მიზანია მომხმარებელთათვის და მწარმოებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, სამართლებრივი გარანტიების დადგენა და კანონის ერთგვაროვნად ჩამოყალიბება, სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა, რაც საბოლო ჯამში, სასიკეთოდ იმოქმედებს, როგორც მწარმოებლის, ასევე, მომხმარებლის ინტერესებზე და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე, პროექტის მიზანია ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ საკუთარი პროდუქციის მიმწოდებლამდე მიტანის ღირებულების ცვალებადობის რეგულირება, ბაზარზე ხორცის მიწოდების გამარტივება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნეს-გარემოში სამართლიანი და თანასწორი კონკურენციის პირობების დამკვიდრება.
(საქართველოს კანონის პროექტის - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის). აზრი გამოთქვეს: 2. გ. გოზალიშვილი: მაინტერესებს, თუ გაქვთ ინფორმაცია, რა რაოდენობის ადამიანია დაავადებული ტრიქინელოზით, ჯილეხით და ბრუცელოზით? ჩვენი პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და არა ხორცის ფასები. 3. ვ. ლემონჯავა: საქართველოში საქონელი დასნებოვნებულია, ვეტერინარია კორუმპირებული დარგია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ სფეროში აუცილებელია. უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია, ბეიკერის ორმო, სადაც მოხდება ნარჩენების უტილიზაცია, ხორცი მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს ლაბორატორიის გავლით. აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე დავსვათ საკითხი, რათა შემუშავდეს სტარტეგია და უახლოეს მომავალში მოხდეს ამ სტრატეგიის განხორციელება. 4. გ. აგულაშვილი: მინდა ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ წარმოდგენილ საკითხთან მიმართებაში. დღეისათვის რისკი ძალიან დიდია. ამ რისკზე პირადად მე, ვერ წავალ. კონკრეტული ამოცანები გადასაწყვეტია. ვერ გაკეთდება საჭირო სტანდარტები, ბეიკერის ორმო, არ იქნება თანამედროვე ლაბორატორია, სპეციალისტები. მე მესმის პრობლემა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოვუწოდებ, რომ ეს გასაკეთებელია. ჩემი წინადადებაა, მოვიწვიოთ შესაბამისი სტრუქტურები, სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ეს თემა განვიხილოთ უახლოეს მომავალში და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს არ ვარ მზად, კონკრეტული პასუხი მოგცეთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მთავრობის მონაწილეობით მზადდება კანონში ცვლილებები, რომელმაც ერთობლივად უნდა დაარეგულიროს უფლებამოსილებანი, მათ შორის, საუბარია კონტროლის მექანიზმების გაზრდაზე, დარღვევების გამოვლენაზე. ამ პროექტთან ჰარმონიზებული უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტი და თუ თანახმა იქნება ინიციატორი, ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში, რომელიც მთავრობასთან არის შექმნილი. საკითხის განხილვისას, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა პროექტის მიმართ. მან სასაკლაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილება დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. კომიტეტის წევრების რეკომენდაციით სასურველი იქნებოდა რაიონებსა და სოფლებში სასაკლაოების საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფა, რაც ერთი მხრივ, ოჯახური წარმოების სუბიექტს თავიდან ააცილებდა დასაკლავი პირუტყვის სასაკლაომდე ტრანსპორტირების სირთულესა და ვეტერინართა რაოდენობის სიმცირესთან დაკავშირებულ პრობლემებს, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობდა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით დადგენილი ვეტერინარულ-სანიტარულ და ჰიგიენური მოთხოვნილებების დაცვას.
გადაწყვიტეს: (მომხრე 4: შესაბამისად, საკითხს, წარმოდგენილი სახით, მხარი არ დაეჭირა)
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტის - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - მიზანშეუწონლად ცნობას. (ამასთან კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: პროექტით შემოთავაზებული ახალი ტერმინი - „საოჯახო კუთვნილი ცხოველი“, არ შეესაბამება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსს“ და საერთაშორისო რეგულაციებში არსებულ განმარტებებს (EC 178/2002; EC852/2004). ოჯახურ პირობებში ვერ განხორციელდება ვეტერინარულ დაავადებებზე ცხოველის სრულყოფილი დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი კონტროლი, ვინაიდან, ოჯახურ პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, ვერ მოხდება ცხოველის დაკვლის ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრობის დაცვა ისე, როგორც მწარმოებელ საწარმოში (სასაკლაო), რაც სავალდებულო მოთხოვნაა უვნებელი სურსათის წარმოებისათვის (მათ შორის ხორცის). ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა წლებში მდგომარეობა შედარებით მონოპოლიზირებული იყო და მხოლოდ 2 სასაკლაო ფუნქციონირებდა, ხოლო ამჟამად ეს საკითხი მოხსნილია და ქვეყანაში ფუნქციონირებს 74 საწარმო (სასაკლაო). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტი ეწინააღმდეგება სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს სტრატეგიას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პროცესს, საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს). III.მოისმინეს: ო. შამუგიას ინფორმაცია - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრების აპარატების ძირითადი მიმართულებების შესახებ 2014-2017 წლებისათვის“. მან ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების თაობაზე, რომლის ფარგლებში შედის: ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილებით; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდისთვის აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების შეძენა და შემდგომი ეფექტური გამოყენება; სასელექციო მეურნეობების და ჯიშთა გამოცდის ქსელის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სანაშენე აღრიცხვის ერთიანი სისტემის შემოღება და სანაშენე პირუტყვზე საინფორმაციო ბანკის დაარსება: ცხოველთა ადგილობრივი გენოფონდის ჯიშების გენთა ბანკის დაფუძნება, დარგში დასაქმებული ფერმერებისათვის ტრენინგების ორგანიზება. კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება. თანამედროვე სარწყავი და დამშრობი სისტემების, წყალსაცავების და სხვა დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედო და ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენა, ნიადაგური საფარის ინვენტარიზაციის ჩატარება; სოფლად შესაფერისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო ლიზინგის სისტემის განვითარება. სურსათის უვნებლობა, ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფა. სურსათის უვნებლობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირების, სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგისა და პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის განხორციელება; ქვეყანაში სტაბილური ეპიზოოტიური სიტუაციის შენარჩუნების მიზნით განსაკუთრების საშიში დაავადებების: თურქულის, ჯილეხის, ცოფის პრევენცია შესაბამისი პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარების გზით: ასევე, ბრუცელოზთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის კომპლესური ეფექტური ღონისძიებების გატარება, საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის მონიტორინგი. ვეტერინარული პრეპარატების მიმოქცევის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განხორციელება. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება: ახალი სამომხმარებლო ბაზრების ათვისება და მომხმარებელთა დაცვა უხარისხო ღვინოპროდუქციისგან; ქართული ღვინოების პოპულარიზაცია და ახალი სამომხმარებლო ბაზრის ათვისება. მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა. (სრული ინფორმაცია - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრების აპარატების ძირითადი მიმართულებების შესახებ 2014-2017 წლებისათვის“ - ოქმს თან ერთვის).
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინფორმაციას - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრების აპარატების ძირითადი მიმართულებების შესახებ 2014-2017 წლებისათვის“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.
IV.მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა და ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. კანონი ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, როგორც იურიდიული პირის სტატუსის მოპოვებისა და საქმიანობის ხელშემწყობ ნორმებს. განსაზღვრავს საქმიანობის დემოკრატიულ პრინციპებს, ნებაყოფლობითობისა და სხვა პრინციპებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის საკითხებს. წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია გადასახადებისა და სხვა შეღავათების დაწესება, რაც უზრუნველყოფს მიწის ბაზრის შექმნასა და წვრილი სოფლის მეურნეობების გამსხვილებას. პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით და აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვთ მიმართონ უფლებამოსილ ორგანოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. /კანონპროექტების სრული ტექსტი და შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი - ოქმს თან ერთვის/. გარდა ამისა, გ. აგულაშვილმა კომიტეტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს სრულად გააცნო წარმოდგენილი საკითხების თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია, რის შემდეგაც, კომიტეტმა დეტალურად, მუხლობრივად იმსჯელა აღნიშნული საკითხებთან დაკავშირებით.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტებს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. (ამასთან, კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის დასკვნით დებულებებში დაკონკრეტდეს შესაბამისი მუხლების ამოქმედების ვადები).
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






