ბიუროს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის

ბიუროს 2013  წლის 26 ივნისის  სხდომის

დღის წესრიგი

        

       საქართველოს  პარლამენტის 2013  წლის  26 - 28  ივნისის პლენარული 

            სხდომების  დღის  წესრიგი

 

         განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (#07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის  (#07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის  (#07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“

          (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

             ______________________________________________________________________

2.         საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (ნანა ბღარაშვილი, ირაკლი იადონიძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი.

         (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გორდულაძე)

             ______________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/90; 23.05.2013) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ტყემალაძის და გიგლა აგულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

              (კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ნორმის მოქმედების 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას, რომელიც ეხება უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მინიჭებას, ამასთანავე, აღნიშნული არ გავრცელდება კანონპროექტის ამოქმედებამდე უცხოელის საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამუურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე)

                           ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

       (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

              ______________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/92; 31.05.2013) I მოსმენა  

                (საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა პაპუაშვილის და გედევან ფოფხაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა პაპუაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა განხორციელდება სარეკომენდაციო საბჭოსა და სამხატვრო საბჭოს მონაწილეობით)

                            ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

               ______________________________________________________________________

5.         საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/95; 06.06.2013)               I მოსმენა  

                (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძის, ნოდარ ებანოიძის, მიხეილ მაჭავარიანის, გიორგი მელაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი  ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირების, 2011 წლის 1 ივლისამდე რიცხული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანებისაგან გათავისუფლებას)

          ________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/96; 06.06.2013) I მოსმენა  

                 (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძის, ნოდარ ებანოიძის, მიხეილ მაჭავარიანის, გიორგი მელაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტით ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-საგან გათავისუფლდება ადგილობრივი თვითმმართველობის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა)

          ________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/94; 06.06.2013)  I მოსმენა  

 (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძის, ნოდარ ებანოიძის, მიხეილ მაჭავარიანის, გიორგი მელაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი  ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

              (წარმოდგენილი კანონპროექტით გარდამავალ დებულებებს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დარღვევით განხორციელებული მშენებლობებების ექსპლოატაციაში მიღებისა და საჯარიმო სანქციებისაგან განთავისუფლების დროებით წესებს)

          ________________________________________________________

 

8.         საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/115; 20.06.2013) I მოსმენა  

            (საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება კანონის მე-2 დანართით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხა)

                            ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.    

            ______________________________________________________________________

9.         საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/71, 07.06.2013) I მოსმენა     

            (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ანზორ წოწონავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტით ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოქვეყნების დროებითი წესის რეგულირება)

                  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

            ______________________________________________________________________

10.       საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (#07-3/84, 18.04.13) II მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

11.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირთა მოგებისა და 2017 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას, ასევე აღნიშნული პირებისათვის ქონების გადასახადის განაკვეთის დაწესებას)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნება კოოპერატივს ემატება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი)

13.       საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონპროექტით წესდება გამონაკლისი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები ჩაითვლება გრანტად, ასევე გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს ემატება აღნიშნული კოოპერატივები)

              ______________________________________________________________________

14.       საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (# 07-2/57, 30.04.2013) I მოსმენა

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრება „ბორჯომის“ მინერალური წყლისათვის, 1მ3 წყალზე - 30 ლარით, ხოლო „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის, 1მ3 წყალზე - 18 ლარით)

          ________________________________________________________

15.       საქართველოს კანონის პროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ“ (#07-3/91; 30.05.2013) I მოსმენა  

                (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს საინვესტიციო ფონდების სახეებს, მათი შექმნის წესს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის ფარგლებს)

16.       საქართველოს კანონის პროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა  

            (კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის იმ თავის ამოღებას, რომელიც არეგულირებს საინვესტიციო ფონდების შექმნასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს)

             ______________________________________________________________________

17.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/69, 31.05.2013) II მოსმენა      

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

              (წარმოდგენილი კანონპროექტით აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რომელიც განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს, განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესი. კანონპროექტითვე რეგულირდება ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცების წესი)

               ______________________________________________________________________

18.       საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/68, 30.05.2013) II მოსმენა     

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი. ერთიანი ეროვნული პროფესიული გამოცდის ჩატარების შესახებ დებულებას დაამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო დაფინანსების წესსა და პირობებს დაადგენს საქართველოს მთავრობა. კანონპროექტითვე რეგულირდება იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხი, რომელთაც ავტორიზაცია უნდა გაევლოთ 2013 წელს)

               _____________________________________________________________________________

19.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/85, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სგანამანათლებლო დაწესებულებების გაუქმება ან რეორგანიზაცია დასაშვები ხდება მხოლოდ ამ დაწესებულებათა წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობით. რეგენტთა საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს)

20.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა)

             ______________________________________________________________________

21.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/86, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძესაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის   შესაბამისად   მოგების  გადასახადისაგან    თავისუფლდება    საჯარო   სამართლის იურიდიული      პირის   -   უმაღლესი       საგანმანათლებლო        დაწესებულების,      არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირი  –  უმაღლესი   საგანმანათლებლო   დაწესებულებისა  და  ამ დაწესებულების  განვითარების  ფონდის   საქმიანობიდან   მიღებული   მოგება,  ხოლო  აღნიშნული დაწესებულებების  ქონების   გადასახადის წლიური  ოდენობა  განისაზღვრება  დასაბეგრი  ქონების ღირებულების არა უმეტეს 0,1%–ით)                ______________________________________________________________________

22.       საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა  შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/60, 13.05.2013) I მოსმენა 

            (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი)

              (კანონპროექტის მიხედვით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ტერმინ „თანამდებობის პირის“ ჩამონათვალს ემატება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები. ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ნაცვლად თანამდებობის პირად განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები)

     ________________________________________________________

23.       საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/89, 23.05.2013) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

             (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება ოჯახური წარმოებისა და ოჯახური წარმოების სუბიქტის ცნებები, სახელმწიფო,  ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი გავრცელდება როგორც ბიზნესოპერატორის, ასევე ოჯახური წარმოების სუბიექტის მიმართ, კანონპროექტითვე განისაზღვრება ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხვედლობისა და  შეთანხმების პროცედურა საოჯახო წარმოების სუბიექტსა და ვეტერინარულ სანიტარს შორის)

         (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

           ______________________________________________________________________

24.       საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/58, 13.05.2013)                 I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი)

 

              (კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ქალაქ თბილისში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემასთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებს)

25.       საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტი არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებს)

26.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენცია აღარ იქნება ისტორიულ-კულტურული ზონების გამოყოფა, ხოლო ქალაქ თბილისის მთავრობის კომპეტენცია აღარ იქნება ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის თაობაზე წინადადებების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა)

             ______________________________________________________________________

27.       საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/93; 06.06.2013)  I მოსმენა  

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ივანე კიღურაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ივანე კიღურაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (კანონპროექტი ითვალისწინებს პრეზიდენტის ბრძანებულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობას) ________________________________________________________