|
შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან |
| ბეჭდვა | |
|
შაბათი, 29 ივნისი 2013 22:44 |
|

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევანგელოს მეიმარაკისთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში დავით ბაქრაძე. შეხვედრაზე ისაუბრეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის როლზე და საიუბილეო დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრობის გაღრმავებას და სამომავლო ურთიერთობებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილი ქართველი ემიგრანტების საკითხსაც შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ ბერძენი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. |
|
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 01 ივლისი 2013 12:12 |