გუგული მაღრაძის პრესკონფერენცია | Print |
Monday, 01 July 2013 18:03

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საზაფხულო სესიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ პრესკონფერენცია, გამართა და მედიის წარმომადგენლებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ ჩატარებული სამუშოები გააცნო. 

„მიუხედავად საპარლამენტო უმცირესობის მცდელობისა, 24-29 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განსახილველ საკითხთა შორის, გადაუდებელი დებატების ფორმატში, თემაზე: „საქართველოში სიტუაციის გაუარესება“ განხილვა შემდგარიყო, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ჩატარებული საინფორმაციო სამუშაობის შედეგად აღარ შედგა“, – განუმარტა მედიის წამომადგენლებს გუგული მაღრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მცდელობა ჰქონდათ სესიაზე განსახილველ რამოდენიმე რეზოლუციაში საქართველო უარყოფით კონტექსტში აესახათ. თუმცა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსათვის რაიმე სახის უარყოფითი რეზოლუციის მიღება არ მოხდა, რაც დიდ მიღწევას წარმოადგენს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

Last Updated on Monday, 01 July 2013 20:23