დავით უსუფაშვილის შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აპარატის უფროსთან, ოლივერ სპენსერთან | Print |
Tuesday, 02 July 2013 10:27

დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აპარატის უფროსს, ოლივერ სპენსერს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონმა სპენსერმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების გამო. ამავდროულად, იგი იმედოვნებს, რომ წარსულის პრობლემებთან გამკლავება მოკლე ხანში დასრულდება და პოლიტიკოსები ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელებენ ქვეყნის დემოკრატიზაციას და წინსვლას.

Last Updated on Tuesday, 02 July 2013 12:32