|
იურიდიულ საკითხთა და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 09 July 2013 16:53 |
|
პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა თავისი ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია. ეს ეხება კანონპროექტს „ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ“, რომელიც იურიდიულ საკითხთა და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. ამ კანონპროექტის პარალელურად, ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში, საბიუჯეტო კოდექსსა და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში.
კობა დავითაშვილმა პარლამენტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო და აღნიშნა, რომ კანონპროექტი გამომდინარეობს როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან, ასევე მთავრობის სამოქმედო პროგრამიდან და ჯანმრთელობის რეფორმის ერთ კონკრეტულ მიმართულებას ეხება. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, ხოლო რეფორმა სამედიცინო დაზღვევის ერთიანი ფონდის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა მოახდინოს. სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მთავრობის საპარლამენტო მდივნის წერილი. მთავრობას გარკვეული კითხვები აქვს კანონპროექტთან დაკავსირებით და მოცემული სახით მისი მიღება მიზანშეუწონლად მიაჩნია. კითხვები სხდომაზეც დაისვა. კობა დავითაშვილმა სხდომაზე გამოთქმული რამდენიმე შენიშვნა მაშინვე გაიზიარა, საბოლოოდ, კი საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტს მთავრობისა და კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებით დახვეწს და საბიუჯეტო პარამეტრების ფარგლებში მოახდენს მის ინიცირებას. |
|
Last Updated on Tuesday, 09 July 2013 20:17 |