|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 09 July 2013 18:04 |
|
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებას, ასევე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ითვალისწინებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. კანონი ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, როგორც იურიდიული პირის სტატუსის მოპოვებისა და საქმიანობის ხელშემწყობ ნორმებს, ასევე განსაზღვრავს საქმიანობის დემოკრატიულ პრინციპებს და ნებაყოფლობითობას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის საკითხებს. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის "მეწარმეთა შესახებ“ და "გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონებში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას. |
|
Last Updated on Tuesday, 09 July 2013 18:23 |