|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 09 July 2013 18:21 |
|
დღვანდელ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტზე „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ 12 ივნისს მიღებული კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება კომიტეტის წევრთა უმრავლესობა. კომიტეტმა ასევე განიხილა კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საკანონმდებლო რეგულირების ხარვეზების გამოსწორებას ითვალისწინებს. კერძოდ, აუდიტორებს ან აუდიტორულ ფირმებს მომავალი წლის 1 იანვრამდე არ მოეთხოვებათ პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება, ვინაიდან გადავადებულია აღნიშნული სფეროს საზედამხედველო ორგანოს შექმნა. კანონპროექტს გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით მიიღებენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს. ესენია საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმება, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტს წარმოადგენს. აღნისნული პროექტი ითვალისწინებს აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, აღნიშნული მონაკვეთის მიმდებარედ დაახლოებით 3,4 კმ სიგრძის მდინარის ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებას. ასევე გათვალისწინებულია რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის და რიკოთის ახალი გვირაბის მშენებლობის მიზნით წინასაპროექტოსამუშაოების განხორციელება. პროექტის დასაფინანსებლად გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის მიერ დაახლოებით 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფა შეღავათიანი პირობებით. ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული დოკუმენტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. |
|
Last Updated on Tuesday, 09 July 2013 20:10 |