"შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ("PABSEC”) ბიუროსა და მუდმოვმოქმედი კომიტეტის სხდომა | Print |
Tuesday, 09 July 2013 18:28

დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში "შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ("PABSEC”) ბიუროსა და მუდმოვმოქმედი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა განიხილეს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგი, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. “PABSEC”-ის ბიურომ დაამტკიცა ვიცე-პრეზიდენტობის 7 კანდიდატი: ბულგარეთის, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვის, თურქეთის, რუმინეთისა და საქართველოს წარმომადგენელი. საქართველოს მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, (საქართველოს პარლამენტის) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე მიიღებს.
“PABSEC”-ის 12 წევრი-ქვეყნის წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით პლენარულ სხდომაზე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს 10 ივლისს 2 წლით აირჩევენ.

Last Updated on Tuesday, 09 July 2013 18:30