|
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 09 July 2013 18:38 |
|
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. საკითხი შეეხება პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების და კომერციული ბანკებიდან კრედიტის აღების საკითხს, მოქალაქეთა და იურიდიული პირების შემოწირულობების იურიდიულ ნორმებს, საბაზო დაფინანსების ოდენობის გაზრდას და საარჩევნო პროცედურების დარღვევების შემთხვევაში სანქციების და სასამართლო სარჩელების განსაზღვრის წესს. პროექტის განხილვისას არასაპარლამენტო პარტიების უკმაყოფილების ერთ-ერთ ძირითად საკითხს პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ფორმულა წარმოადგენდა.
ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონპროექტიც განიხილეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ზოგიერთი ნორმის იურიდიულ სრულყოფას შეეხებოდა. კანონპროექტების განხილვას პოლიტიკური პარტიების წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებიც დაესწრნენ. |
|
Last Updated on Tuesday, 09 July 2013 20:10 |