|
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა |
| Print | |
|
Tuesday, 09 July 2013 19:24 |
|
2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, შეთავაზებები და რეკომენდაციები. ყველა მონაწილემ დაგმო ძალადობა და აღნიშნა, რომ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება, რათა ქვეყანაში მსგავსი ძალადობრივი ფაქტები აღარ განმეორდეს. შეხვედრაზე განსხვავებულად შეფასდა 2013 წლის 17 მაისს სამართლდამცავებისა და სახელმწიფოს მოქმედება. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში იქნება მხოლოდ მომხდარი ფაქტის სამართლებრივი შეფასება. "ჩვენ შევძლებთ, რომ დასკვნაში ავსახოთ შეხვედრაზე გამოთქმული პოზიციები და აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ქვეყანაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაგმობილი უნდა იყოს. თითოეულს შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, ღირებულებები და მსოფლმხედველობა, მაგრამ ძალადობა ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს. ჩემი სურვილია, რომ ეს იყოს შემრიგებლობის, კონსენსუსისა და ურთიერთდაახლოვების აქტი“, - განაცხადა გედევან ფოფოხაძემ. მისი თქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მომავალ სხდომაზე წარმოადგენს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს.
|
|
Last Updated on Tuesday, 09 July 2013 20:12 |