თამარ მეფის 800 წლის იუბილისა და უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება | Print |
Tuesday, 09 July 2013 21:34

საქართველოს პარლამენტში, თამარ მეფის 800 წლის იუბილისა და უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„ქართველ ერს საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა - „დროა შევძინოთ ეროვნულ სამოსს თანამედროვე სიცოცხლე“. ამ სამოსის დღევანდელი, თეატრალიზებული ჩვენება, სწორედ ამ მოწოდების გამოძახილია“, - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა და პროექტ „თამარისის“ ხელმძღვანელმა, თინათინ მაჭავარიანმა. ღონისძიებაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ქორეგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, სასკოლო ახალგაზრდული დასი, და სამოდელო სახლი „მარიონელას“ მოდელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ქუთაისელი დიზაინერების მიერ შექმნილი ეროვნული სამოსის კოლექცია წარმოადგინეს.
პარლამენტის ფოიეში გამართული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები (თექა, ხეზე კვეთა და მინანქარი) გამოფინეს.

 

Last Updated on Tuesday, 09 July 2013 22:03