პარლამენტის ბიუროს სხდომა | Print |
Wednesday, 10 July 2013 11:33

პარმენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს დღეს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 10 ივლისის 12 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება გააცნო. ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი თევდორაძემ ბიუროს სხდომაზე ორი საკითხი დააყენა. მან დღევანდელი პლენარული სხდომის 15 წუთით გვიან დაწყების თხოვნით მიმართა ბიუროს თავმჯდომარეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, ხოლო მეორე საკითხთან დაკავშირებით, რაც უმცირესობის სხდომაზე გენერალური პროკურორის მოსვლის მოთხოვნასთან იყო დაკავშირებული, დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ გენერალური პროკურორის მოწვევა უმცირესობის სხდომაზე რეგლამენტის შესაბამისად უნდა მოხდეს. „ასეთი საკითხები, იქნებ რეგლამენტის გათვალისწინებით დასვათ. ამასთან დაკავშირებით პლენარული სხდომის დაწყებამდე იმსჯელეთ“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წარმომადგენელს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიის დღევანდელი პლენარული სხდომა 12:15 სთ-ზე დაიწყება.

Last Updated on Wednesday, 10 July 2013 11:40