სხდომის ოქმი #23

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #23

 

2013 წლის 9 ივლისი

 

      სხდომ თავმჯდომარე:           გიგლა აგულაშვილი      (კომიტეტის თავმჯდომარე)   

     სხდომას ესწრებოდნენ:

     კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, თ. ყაჭეიშვილი - (ადგილმონაცვლე - გ. კახიანი),   გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, დ. ლორთქიფანიძე -
     (ადგილმონაცვლე - პ. ბარათაშვილი), თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი - (ადგილმონაცვლე - პ. კვიჟინაძე), ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში.

    სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:  გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. ლემონჯავა,
     ლ. ქარდავა, ი. შერვაშიძე, პ. ცისკარიშვილი. 

     აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

     მოწვეული სტუმრები:  ლ. გვიდიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“-ს აპარატის წარმომადგენელი.

დღის წესრიგი
1.  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე  საქართველოს კანონის პროექტები  - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ – III მოსმენა.

(მომხსენებელი: გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).

I.          მოისმინეს:

გ. აგულაშვილის ინფორმაცია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე  საქართველოს კანონის პროექტების  - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ  კანონპროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა, ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

            კანონი ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, როგორც იურიდიული პირის სტატუსის მოპოვებისა და საქმიანობის ხელშემწყობ ნორმებს. განსაზღვრავს საქმიანობის დემოკრატიულ პრინციპებს, ნებაყოფლობითობისა და სხვა პრინციპებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის საკითხებს.

          წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია გადასახადებისა და სხვა შეღავათების დაწესება, რაც უზრუნველყოფს მიწის ბაზრის შექმნასა და წვრილი სოფლის მეურნეობების გამსხვილებას.

         /კანონპროექტების სრული ტექსტი და შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი -  ოქმს თან ერთვის/.

გარდა ამისა, გ. აგულაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო წარმოდგენილი საკითხების თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია, რის შემდეგაც, კომიტეტის წევრების მხრიდან რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

          გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე  საქართველოს კანონის პროექტებს  - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად.

 

                      

სხდომის თავმჯდომარე:                                                        . აგულაშვილი

სხდომის მდივანი:                                                                 . ქიტიაშვილი