|
დავით საგანელიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა |
| Print | |
|
Wednesday, 10 July 2013 19:26 |
|
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, „PABSEC”-ის 41-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, წინასაარჩევნო პერიოდს და საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.
დავით საგანელიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში, „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ პლენარულ სესიაზე მოიწვია, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. საქართველო, მომდევნო ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და წლის ბოლოს PABSEC-ის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს.
   
|
|
Last Updated on Wednesday, 10 July 2013 19:50 |