საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან უილიამ ლაჰიუსთან | Print |
Thursday, 11 July 2013 14:20

საქართველოს ნატოსთან დაახლოების საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ნატოს მეკავშირე ოფიცერმა სამხრეთ კავკასიაში, უილიამ ლაჰიუმ.
შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე კრისტინა ბალსაიტი, პოლიტიკური ოფიცერი ანდრეი კლიმშიკი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ორივე მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი, ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით.
მხარეებმა ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო კონტროლის შესახებ, ასევე, ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე და ინსტიტუციურ რეფორმაზე. სტუმრებმა თავდაცვის კომიტეტის სრულყოფისა და ინსტიტუციური განვითარების საქმეში დახმარება აღუთქვეს პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნდობის ჯგუფის საქმიანობასაც.
ნატოს წარმომადგენლობის ოფისის დელეგაცია დღესვე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 14:40