|
საქართველო 6 თვის განმავლობაში PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება |
| Print | |
|
Thursday, 11 July 2013 17:13 |
|
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში “PABSEC”-ის გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ასამბლეის თავმჯდომარეობა 6 თვის ვადით გადაეცა.
დღეს ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარემ, მიხაილ მიკოვმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, “PABSEC”-ის ახალარჩეულ ვიცე-პრეზიდენტს დავით საგანელიძეს „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ თავმჯდომარეობის სიმბოლო, ჩაქუჩი გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ საპასუხისმგებელო პოსტზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს „PABSEC”-ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ასამბლეის მიერ დასახული მიზნების განსახორციელებლად. დღეს ბულგარეთში „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეამ“ მუშაობა ოფიციალურად დაასრულა. ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა და ევროპის ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. დელეგაციებმა ასევე იმსჯელეს აღნიშნულ სფეროებში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. 2013 წლის დეკემბერში „PABSEC”-ის გენერალური ასამბლეის სხდომას საქართველო უმასპინძლებს. |
|
Last Updated on Thursday, 11 July 2013 22:50 |