დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "სინერგიას“ წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან | Print |
Thursday, 11 July 2013 19:28

საქართველოს პარლამენტის წევრები დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „სინერგიას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სტუმრებმა კანონმდებლებს ქვეყანაში დევნილთა მდგომარეობის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ საკუთარი ხედვა ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკური რეალიზაციის შესაძლებლობები გააცნეს.

"ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას ისახავს მიზნად. პარლამენტი მზად არის ყველა საინტერესო მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას და მით უმეტეს, დევნილთა უფლებების დაცვას ეხება, მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.
"დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დევნილთა ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობაა. შეხვედრა გვაქვს პარლამენტის წევრებთან იმისათვის, რომ დავამყაროთ პირდაპირი კომუნიკაცია პარლამენტთან რათა უფრო ეფექტური გავხადოთ დევნილების პრობლემების გაჟღერება პარლამენტში“, - აღნიშნა გაერთიანება "სინერგიას“ წარმომადგენელმა.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 20:04