საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრთან, პაველ კოვალისთან | Print |
Thursday, 11 July 2013 20:34

ევროპარლამენტთან საქართველოს ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი
კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის და ევროპარლამენტის წევრ პაველ კოვალის შეხვედრის მთავარი თემა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს კონფლიქტების წარმოშობისა და მათი მოგვარების შესახებ, ამ მიმართულებით დღეს არსებულ ვითარებასა და სამშვიდობო პროცესის განვითარების პერსპექტივაზე. მათ ყურადღება დაუთმეს აგრეთვე საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის საკითხებს.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 20:37