საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკს შეხვდა | Print |
Thursday, 11 July 2013 20:43

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი მიიღო. 
შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 20:45